24/04/2024
საგრანტო კონკურსი - ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებისთვის
ახალგაზრდობის სააგენტო ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების მიზნით, აცხადებს მასშტაბურ საგრანტო კონკურსს.
კონკურსის მიზანია ქვეყანაში არსებულმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა, თემატური პრიორიტეტების შესაბამისად, ახალგაზრდებში განავითარონ სხვადასხვა კომპეტენცია. სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიიდან გამომდინარე, საგრანტო პროექტი შედგენილი უნდა იყოს შემდეგი თემატური პრიორიტეტების შესაბამისად:
მშვიდობის მშენებლობა და კულტურათაშორისი დიალოგი, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია;
მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
მეწარმეობა, მათ შორის, მწვანე, ციფრული და სოციალური მეწარმეობა;
აქტიური მოქალაქეობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობა;
ახალგაზრდებში სოციალური და დასაქმების უნარების გაძლიერება;
არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ახალგაზრდული საქმიანობის განხორციელებას;
მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის საკვანძო კომპეტენციების გადაცემა (მათ შორის, ციფრული კომპეტენციების განვითარება).
ასევე, წარმოდგენილი საგრანტო პროექტი, შესაძლოა, მოიცავდეს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების გაძლიერებისთვის, საჭირო უნარების შეძენის მიზნით, შესაბამისი სწავლების/ტრენინგის განხორციელებას.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს - ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ახალგაზრდების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.
კონკურსის საერთო ბიუჯეტია 500 000 ლარი. მინიმალური თანხის მოცულობა, რომლის მოთხოვნაც შესაძლებელია ერთი საგრანტო პროექტის დასაფინანსებლად შეადგენს 50 000 ლარს, მაქსიმალური - 100 000 ლარს.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 22 აპრილიდან 2024 წლის 13 მაისის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე - grants-2@youthagency.gov.ge.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე : https://shorturl.at/sQRVX
სრულად
24/04/2024
25 აპრილის ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება
სხდომაზე, 7 მაისის საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში, ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელებენ.
საკითხთა ნუსხა
1.„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის N69. 69233552 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხს: მანანა ბარბაქაძე
სრულად
22/04/2024
ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო კვირეული დაიწყო
საბიბლიოთეკო კვირეული 22 აპრილს იწყება და 30 აპრილს სრულდება.
საბიბლიოთეკო განყოფილებათა ხელმძღვანელის, ნანა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში ღონისძიებები ცენტრალური ბიბლიოთეკის ყველა სასოფლო განყოფილებაში გაიმართება.
გთავაზობთ, საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალს:
1.ცენტრალური ბიბლიოთეკა- ბიბლიოთეკარების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 30 აპრილი, 14 სთ.
2.საბავშვო განყოფილება-აქტიური მკითხველები მწერალთა სახლში. მასპინძელი საბავშვო მწერალი, ვასო გულეური. 26 აპრილი.
3.პატარა ხარაგაულის განყოფილება-ანა კალანდაძე-100წ, პოეზიის საღამო. 25 აპრილი,14სთ.
4.კიცხის სასოფლო განყოფილება-შოთა ნიშნიანიძე-95წ და მუხრან მაჭავარიანი-95წ მიძღვნილი ,,პოეზიის საღამო“. 23 აპრილი,12 სთ.
5.საღანძილის სასოფლო განყოფილება-გიორგი ლეონიძე-125წ ,,ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა, ჩვენი ენა ქართული“.29 აპრილი, 13სთ.
6.ლაშის სასოფლო განყოფილება-მუხრან მაჭავარიანი -95წ, პოეზიის საღამო. 26 აპრილი-14სთ.
7.სარგვეშის სასოფლო განყოფილება-შეხვედრა აქტიურ მკითხველებთან. 25 აპრილი, 13 სთ.
8.წიფას სასოფლო განყოფილება-მუხრან მაჭავარიანი-95წ პოეზიის საღამო. 24 აპრილი, 12სთ.
9.ნადაბურის სასოფლო განყოფილება-ანა კალანდაძე-100წ პოეზიის საღამო. 23 აპრილი, 14 სთ.
10.ხევის სასოფლო განყოფილება-შოთა ნიშნიანიძე-95წ პოეზიის საღამო. 24 აპრილი, 14სთ.
11.ღორეშის სასოფლო განყოფილება-პაოლო იაშვილი-130წ ,,ლექსო გულიდან ხორცად რომ ხარ ამონატანი“. 29 აპრილი, 12სთ.
12.ბაზალეთის სასოფლო განყოფილება-მუხრან მაჭავარიანი-95წ, ლიტერატურული საღამო ,,ქალი მსგავსი გაზაფხულის“. 25 აპრილი, 13 სთ.
13.ვერტყვიჭალის სასოფლო განყოფილება-იოსებ გრიშაშვილი-135წ, ლიტ.საღამო ,,რა კარგი ხარ, რა კარგი“. 24 აპრილი, 13სთ.
14.ბორითის სასოფლო განყოფილება-შოთა ნიშნიანიძე -95წ შემოქმედებითი საღამო ,,კაცია და გუნება“. 24 აპრილი, 15სთ.
ვახანის სასოფლო განყოფილება-იოსებ გრიშაშვილი-135წ, ცხოვრება და მოღვაწეობა. 29 აპრილი,13სთ.
16.ლეღვნის სასოფლო განყოფილება-გიორგი ლეონიძე-125წ ,,სულ ჩემი გულის მონაწურია, რაც დაეპწკარა ქაღალდს ლექსები“. 29 აპრილი, 14სთ.
17.მარელისის სასოფლო განყოფილება-მუხრან მაჭავარიანი-95წ, ლიტ.საღამო ,,ბედნიერება არის რამხელა, თავისუფლება როცაა ფიქრის“. 26 აპრილი, 15სთ.
18.თეთრაწყაროს სასოფლო განყოფილება-შოთა ნიშნიანიძე-95წ, პოეზიის საღამო ,,ჩემი სტრიქონი ბეწვის ხიდია“. 26 აპრილი, 14სთ.
ფარცხნალის სასოფლო განყოფილება-ანა კალანდაძე-100წ, პოეზიის საღამო. 22 აპრილი, 12სთ.
20.ხიდრის სასოფლო განყოფილება-იოსებ გრიშაშვილი-135წ, პოეზიის საღამო. 25 აპრილი, 14სთ.
21.მოლითის სასოფლო განყოფილება-მუხრან მაჭავარიანი-95წ, პოეზიის საღამო. 24 აპრილი, 13სთ.
22.ზვარის სასოფლო განყოფილება-მუხრან მაჭავარიანი-95წ, პოეზიის საღამო. 22 აპრილი, 11სთ.
23.წყალაფორეთის სასოფლო განყოფილება- ანა კალანდაძე-100წ, პოეზიის საღამო ,,საქართველოო, ლამაზო“. 29 აპრილი, 14სთ.
საბის სასოფლო განყოფილება-მუხრან მაჭავარიანი-95წ,პოეზიის საღამო ბუნებაში. 24 აპრილი, 15სთ.
ვარძიის სასოფლო განყოფილება-შეხვედრა აქტიურ მკითხველებთან. 25 აპრილი, 14სთ.
სრულად
18/04/2024
ხარაგაულის მერია პროექტ „შემოქმედებითი კომპასის“ პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
„შემოქმედებითი კომპასი“ 4-წლიანი პროექტია და საქართველოს რეგიონული, განსაკუთრებით კი - ინდუსტრიული და პოსტინდუსტრიული ქალაქების განვითარებაზეა ორიენტირებული. პროექტი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტი საქართველოს რეგიონებში ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვას ითვალისწინებს.
კონკურსში 50 მუნიციპალიტეტი მონაწილეობდა,საიდანაც 35 მუნიციპალიტეტის მერია შეირჩა, რომლებიც ფიზიკურ ინფრასტრუქტურას აპრილისა და მაისის თვეებში აღნუსხავენ.
პროექტის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ევროკავშირისგან 5 000 (ხუთი ათასი) ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს, რათა მუნიციპალიტეტმა საგრანტო პროექტის -,,შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ -ს ფარგლებში კულტურის, შემოქმედებითი თუ სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურის ფიზიკური აღნუსხვა უზრუნველყოს.
მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო განყოფილების უფროსი, გივი კურტანიძე:
,,პროექტის ბიუჯეტით შეიქმნება ერთიანი რუკა-მონაცემთა ბაზა, რომელიც შემოქმედებითთან ერთად , გააერთიანებს ისეთ სივრცეებსაც , რომლებიც არ აშენებულა ან/და მანამდე არ გამოიყენებოდა შემოქმედებითი მიზნებისთვის (მაგ: მიტოვებული საწყობები, ყოფილი საწარმოო ტერიტორიები და მსგავსი).
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავლადაა მსგავსი ტიპის შენობა, მათი აღნუსხვა და მონაცემთა ბაზის შექმნა მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტს დაეხმარება შენობების განახლებული ან ძველი ფუნქციით გამოყენებისთვის. აღნიშნული ცოდნა გააძლიერებს მუნიციპალიტეტს შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვისა და პრიორიტეტების დადგენის მიმართულებით. მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება სხვადასხვა საგრანტო პროგრამებში ჩართულობისათვის,სრულყოფილი რუკის შექმნისთვის,დაინტერესებული ინვესტორისთვის ხელსაყრელი ვარიანტების შეთავაზებისათვის.“
პროექტი ,,შემოქმედებითი კომპასი’’ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება
სრულად