01/05/2024
13 მაისს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება
2024 წლის 30 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით უქმე დღეების გამოცხადების გამო,
7 მაისს ჩანიშნული საკრებულოს სხდომა 13 მაისს გაიმართება.
დღის წესრიგის მიხედვით სხდომაზე 6 საკითხს განიხილავენ.
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი- ს „ ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ
მომხს: თამარ ლაცაბიძე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შედეგების განხილვის შესახებ
მომხს: ვლადიმერ გელაშვილი,
თანამომხს: ვარლამ ჭიპაშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხს: კახაბერ გოლუბიანი
4. „ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის N69. 69233552 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხს: მანანა ბარბაქაძე
5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ მოლითში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (ს/კ 36.17.33.329 ; ს/კ 36.17.33.805 ; და ს/კ 36.17.33.806 ) 2025 წლის 22 აპრილის ჩათვლით შპს ,,New Road“-ს ათვის პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით, იჯარის ფორმით, სარგებლობაში გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ
მომხს: ინგა ლურსმანაშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ი , სოფელ საქასრიაში მდებარე 4251 კვ . მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ( ს / კ 36.03.37.501 )
და სოფელ ბორითში მდებარე 599 კვ . მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.03.40.561) შპს ,, ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი კომპანიის ფილიალსათვის საქართველოში “ პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით სარგებლობის უფლებით სასყიდლით 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ
მომხს: ინგა ლურსმანაშვილი
საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე
სრულად
01/05/2024
სპარტაკ ლაცაბიძე კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა
ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორს, ახალი მოადგილე ჰყავს.
სპარტაკ ლაცაბიძე - ხარაგაულის ა(ა)იპ " კულტურისა და ხელოვნების ცენტრი"-ს დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.
სპარტაკ ლაცაბიძე 2013 წლიდან- დღემდე , მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად მუშაობდა .
ხარაგაულელებისთვის საყვარელ პოეტს და შემოქმედებითი ნიჭით გამორჩეულ ადამიანს წარმატებებს ვუსურვებთ ახალ პოზიციაზე.
სრულად
30/04/2024
1 მაისს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება
სხდომაზე განსახილველი საკითხი 7 მაისის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგს დაემატება.
საკითხთა ნუსხა
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ მოლითში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (ს/კ36.17.33.329; ს/კ 36.17.33.805; და ს/კ 36.17.33.806) 2025 წლის 22 აპრილის ჩათვლით შპს ,,New Road“-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით, იჯარის ფორმით, სარგებლობაში გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ
მომხს: ინგა ლურსმანაშვილი
სრულად
26/04/2024
ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულში, საუბნო გზების რეაბილიტაციისთვის 645 855 ლარი დაიხარჯება
ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულში, საუბნო გზის რეაბილიტაციისთვის 645 855 ლარი დაიხარჯება. პროექტი გარდამავალია და მათი დასრულება წინსწრებიტ მოხდება, რაცნიშნავს, რომ 2025 წელს გასაწევი სამუშაოები მიმდინარე წელს შესრულდება.
საერთო ჯამში, ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულში,ბეტონის საფარი გზის 2106 მეტრ მონაკვეთზე დაიგება.
2024 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ხარაგაულის მერია 6051271 ლარს დახარჯავს.
რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან მიღებული დაფინანსებით 28 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.
სრულად