საზოგადოება

პოლიტიკა

კულტურა

ჯანდაცვა და სოციალური

სოფლის მეურნეობა

სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/439915089_843478451149806_251187051301610416_n.jpg
24/04/2024

საგრანტო კონკურსი - ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებისთვის

ახალგაზრდობის სააგენტო ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების მიზნით, აცხადებს მასშტაბურ საგრანტო კონკურსს. კონკურსის მიზანია ქვეყანაში არსებულმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა, თემატური პრიორიტეტების შესაბამისად, ახალგაზრდებში განავითარონ სხვადასხვა კომპეტენცია. სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიიდან გამომდინარე, საგრანტო პროექტი შედგენილი უნდა იყოს შემდეგი თემატური პრიორიტეტების შესაბამისად: მშვიდობის მშენებლობა და კულტურათაშორისი დიალოგი, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია; მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა; მეწარმეობა, მათ შორის, მწვანე, ციფრული და სოციალური მეწარმეობა;  აქტიური მოქალაქეობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობა; ახალგაზრდებში სოციალური და დასაქმების უნარების გაძლიერება; არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ახალგაზრდული საქმიანობის განხორციელებას; მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის საკვანძო კომპეტენციების გადაცემა (მათ შორის, ციფრული კომპეტენციების განვითარება). ასევე, წარმოდგენილი საგრანტო პროექტი, შესაძლოა, მოიცავდეს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების გაძლიერებისთვის, საჭირო უნარების შეძენის მიზნით, შესაბამისი სწავლების/ტრენინგის განხორციელებას. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს - ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ახალგაზრდების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. კონკურსის საერთო ბიუჯეტია 500 000 ლარი. მინიმალური თანხის მოცულობა, რომლის მოთხოვნაც შესაძლებელია ერთი საგრანტო პროექტის დასაფინანსებლად შეადგენს 50 000 ლარს, მაქსიმალური - 100 000 ლარს. საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 22 აპრილიდან 2024 წლის 13 მაისის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე - grants-2@youthagency.gov.ge. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე : https://shorturl.at/sQRVX
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_3.png
24/04/2024

25 აპრილის ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

                     სხდომაზე, 7  მაისის საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში, ცვლილების   შეტანის შესახებ იმსჯელებენ.  საკითხთა ნუსხა 1.„ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოში  დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა  რიცხოვნობის შეზღუდვიდან  გამონაკლისის დაშვების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის N69. 69233552 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                                      მომხს: მანანა ბარბაქაძე    
სრულად