15/04/2024
18 აპრილს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება
სხდომაზე დღის წესრიგით , შემდეგ საკითხებს განიხილავენ:
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურის,
შემოქმედებითი თუ სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურის ფიზიკური აღნუსხვის
უზრუნველსაყოფად საგრანტო პროექტის - „შემოქმედებითი კომპასი საქართველო“-ს
ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ ევროკავშირისაგან 5 000 (ხუთი
ათასი) ევროს ოდენობით გრანტის მისაღებად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ
მომხს: გივი კურტანიძე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 01 აპრილის N69.
69240926 განკარგულებაში „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით
გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების
ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის
მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი 2024 წელს განსახორციელებელი
პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი
თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ“ ცვლილების შეტანის
თაობაზე
მომხს: პეტრე შარიქაძე
სრულად
15/04/2024
დღეს ბიუროს სხდომა გაიმართა
ბიუროს სხდომას მერის პირველი მოადგილე ესწრებოდა.
სხდომაზე ვარლამ ჭიპაშვილმა და მერიის სამსახურის ხელმძღვანელებმა ბიუროს წევრებს მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაცია წარუდგინეს.
მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსთან, ვლადიმერ გელაშვილთან ერთად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შედეგების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია ბიუროს.
ბიუროს წევრებს, გაწეული საქმიანობის შესახებ, ანგარიში გააცნო „ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელმა, თამარ ლაცაბიძემ.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ინფორმაცია წარმოადგინა, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, კახა გოლუბიანმა.
არქიტექტურულ-სამშენებლო განყოფილების უფროსმა, გივი კურტანიძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ ევროკავშირისაგან 5 000 (ხუთი ათასი) ევროს ოდენობით გრანტის მისაღებად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ ინფორმაცია გააცნო ბიუროს წევრებს.
საგრანტო პროექტი - „შემოქმედებითი კომპასი საქართველოში“ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურის, შემოქმედებითი თუ სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურის ფიზიკურ აღნუსხვას ითვალისწინებს.
დღეს ბიუროს სხდომაზე 18 აპრილის რიგგარეშე სხდომის და 7 მაისის მორიგი სხდომის დღის წესრიგი განიხილეს.
ბიუროს წევრები დეტალურად გაეცნენ დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებს
დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი , მე-2 და მე-3 საკითხი 7 მაისის საკრებულოს სხდომაზე , ხოლო მე-4 საკითხი, 18 აპრილს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილება.
სრულად
12/04/2024
15 აპრილს ბიუროს სხდომა გაიმართება
სხდომაზე 18 აპრილის რიგგარეშე სხდომის და 7 მაისის მორიგი სხდომის დღის წესრიგს განიხილავენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 15 აპრილის ბიუროს
მორიგი სხდომის საკითხთა ნუსხა
1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირი- ს „ ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ
დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული
საქმიანობის შესახებ
მომხს: თამარ ლაცაბიძე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის
ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შედეგების განხილვის შესახებ
მომხს: ვლადიმერ გელაშვილი,
თანამომხს: ვარლამ ჭიპაშვილი
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა,
პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ
პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19
დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხს: კახაბერგოლუბიანი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურის,
შემოქმედებითი თუ სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურის ფიზიკური
აღნუსხვის უზრუნველსაყოფად საგრანტო პროექტის - „შემოქმედებითი კომპასი
საქართველო“-ს ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ ევროკავშირისაგან
5 000 (ხუთი ათასი) ევროს ოდენობით გრანტის მისაღებად, ხარაგაულის
მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ
მომხს: გივი კურტანიძე
დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი , მე-2 და მე-3 საკითხი 7 მაისის საკრებულოს სხდომაზე , ხოლო მე-4 საკითხი, 18 აპრილს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილება.
სრულად
10/04/2024
ბაზალეთის საჯარო სკოლაში თოჯინების თეატრი შეიქმნა
ბაზალეთის საჯარო სკოლა საერთაშორისო პროექტში ,,etwinning” ჩაერთო, პროექტის ფარგლებში, ხელოვნების პედაგოგის, მელანო ბერაძის და ინგლისური ენის პედაგოგის, ინგა კვინიკაძის ინიციატივით სკოლაში ხელოვანთა კლუბი ,,არტისტული ხედვა“ და თოჯინების თეატრი შეიქმნა.
აპრილის თვეში, სკოლის ხელოვანთა კლუბის ,,არტისტული ხედვა" ბავშვებმა თოჯინების სპექტაკლები: ,,კომბლე“ და ,,რწყილი და ჭიანჭველა“ წარმოადგინეს.სპექტაკლში მე-3, მე-4, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ბავშვებმა პედაგოგების ხელმძღვანელობით, მეორეული ნივთებისგან და ნარჩენებისგან თოჯინები შექმნეს, დეკორაციები გააკეთეს, სცენარი და როლები მოირგეს და უკვე მეორედ წარსდგნენ მაყურებელთა წინაშე.
სპექტაკლს მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი, იზა ვეფხვაძე, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მარინა ვეფხვაძე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი, ჰამლეტ ბერაძე, ხარაგაულის რაიონული პროფკავშირების ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლალი ვაქერ-სებისკვერაძე და სარგვეშის, საღანძილის და დაბა ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ.
მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი:
,,მიხარია, რომ ჩემს მშობლიურ სკოლაში მოსწავლეების განვითარებაზე ასე ზრუნავენ პედაგოგები. ძალიან მნიშვნელოვანია განათლების მიღების ის არაფორმარული გზები, რომლებიც პატარებში დაუვიწყარ ემოციას იწვევს. საერთაშორისო პროექტმა ,,etwinning” გარკვეული სიცოცხლე შესძინა სკოლებს. ამ პროექტის ფარგლებში მონაწილეობა მივიღე ასევე საქველმოქმედო ხასიათის გამოფენა - გაყიდვაში და ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე ბავშვების კეთილ მიზნებში.“
სპექტაკლის დასრულების შემდეგ თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლებმა, ირინე ჩხეიძემ და იზა ვეფხვაძემ ბავშვების შეკითხვებს უპასუხეს, პატარა თეატრალებს თავიანთი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და თეატრის და ხელოვნების სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადეს.
,,ბავშვობის შთაბეჭდილებებს ძალიან დიდი ძალა აქვს. ამ ასაკში მიღებულმა გამოცდილებმა ბევრი რამ შეიძლება განსაზღვროს და განაპირობოს მოზარდის ცხოვრებაში. ხარაგაულის თოჯინების თეატრი მზადაა ჩაატაროს მასტერკლასი ბაზალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის“- განაცხადა ირინე ჩხეიძემ.
ღონისძიების დასასრულს მოწვეულმა სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს, მელანო ბერაძეს და ინგა კვინიკაძეს საინტერესო და ნაყოფიერი მუშაობისთვის.
,, ყოველთვის ვცდილობ მოვძებნო გზები, რომელიც ჩემს მოსწავლეებს, თეატრს, მხატვრობას და ზოგადად ხელოვნებას სხვა მხრივ დაანახებს და დააინტერესებს.
თოჯინების თეატრიც ამ მცდელობის ერთ-ერთი მაგალითია. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, სკოლის ადმინისტრაციას, რომელთა მხარდაჭერას ყველა ეტაპზე ვგრძნობდი.
მადლობა ჩვენ სტუმრებს, რომლებმაც დრო გამონახეს, გვესტუმრენ, ბავშვების შემოქმედება შეაფასეს და მათ ამით ბედნიერება და სიხარული აჩუქეს“- აღნიშნა ღონისძიების დასასრულს, მელანო ბერაძემ.
ღონისძიების დასასრულს ტუმრებმა შემოქმედ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერეს.
ბაზალეთის ხელოვანთა კლუბი ,,არტისტული ხედვა“ კიდევ მრავალი საინტერესო აქტივობის ჩატარებას გეგმავს.
სრულად