18/04/2024
ხარაგაულის მერია პროექტ „შემოქმედებითი კომპასის“ პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
„შემოქმედებითი კომპასი“ 4-წლიანი პროექტია და საქართველოს რეგიონული, განსაკუთრებით კი - ინდუსტრიული და პოსტინდუსტრიული ქალაქების განვითარებაზეა ორიენტირებული. პროექტი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტი საქართველოს რეგიონებში ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვას ითვალისწინებს.
კონკურსში 50 მუნიციპალიტეტი მონაწილეობდა,საიდანაც 35 მუნიციპალიტეტის მერია შეირჩა, რომლებიც ფიზიკურ ინფრასტრუქტურას აპრილისა და მაისის თვეებში აღნუსხავენ.
პროექტის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ევროკავშირისგან 5 000 (ხუთი ათასი) ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს, რათა მუნიციპალიტეტმა საგრანტო პროექტის -,,შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ -ს ფარგლებში კულტურის, შემოქმედებითი თუ სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურის ფიზიკური აღნუსხვა უზრუნველყოს.
მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო განყოფილების უფროსი, გივი კურტანიძე:
,,პროექტის ბიუჯეტით შეიქმნება ერთიანი რუკა-მონაცემთა ბაზა, რომელიც შემოქმედებითთან ერთად , გააერთიანებს ისეთ სივრცეებსაც , რომლებიც არ აშენებულა ან/და მანამდე არ გამოიყენებოდა შემოქმედებითი მიზნებისთვის (მაგ: მიტოვებული საწყობები, ყოფილი საწარმოო ტერიტორიები და მსგავსი).
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავლადაა მსგავსი ტიპის შენობა, მათი აღნუსხვა და მონაცემთა ბაზის შექმნა მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტს დაეხმარება შენობების განახლებული ან ძველი ფუნქციით გამოყენებისთვის. აღნიშნული ცოდნა გააძლიერებს მუნიციპალიტეტს შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვისა და პრიორიტეტების დადგენის მიმართულებით. მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება სხვადასხვა საგრანტო პროგრამებში ჩართულობისათვის,სრულყოფილი რუკის შექმნისთვის,დაინტერესებული ინვესტორისთვის ხელსაყრელი ვარიანტების შეთავაზებისათვის.“
პროექტი ,,შემოქმედებითი კომპასი’’ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება
სრულად
18/04/2024
დღეს საკრებულოს სხდომა გაიმართა
სხდომაზე მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო განყოფილების უფროსმა, გივი კურტანიძემ
საკრებულოს წევრებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურის, შემოქმედებითი თუ სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურის ფიზიკური აღნუსხვის უზრუნველსაყოფად საგრანტო პროექტის - „შემოქმედებითი კომპასი საქართველო“-ს ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ ევროკავშირისაგან 5 000 (ხუთი ათასი) ევროს ოდენობით გრანტის მისაღებად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის მოთხოვნით მიმართა.
ხარაგაულის მერია პროექტ „შემოქმედებითი კომპასის“ პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია „შემოქმედებითი კომპასი“ 4-წლიანი პროექტია და საქართველოს რეგიონული, განსაკუთრებით კი - ინდუსტრიული და პოსტინდუსტრიული ქალაქების განვითარებაზეა ორიენტირებული. პროექტი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტი საქართველოს რეგიონებში ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვას ითვალისწინებს.
კონკურსში 50 მუნიციპალიტეტი მონაწილეობდა,საიდანაც 35 მუნიციპალიტეტის მერია შეირჩა, რომლებიც ფიზიკურ ინფრასტრუქტურას აპრილისა და მაისის თვეებში აღნუსხავენ.
პროექტის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ევროკავშირისგან 5 000 (ხუთი ათასი) ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს, რათა მუნიციპალიტეტმა საგრანტო პროექტის -,,შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ -ს ფარგლებში კულტურის, შემოქმედებითი თუ სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურის ფიზიკური აღნუსხვა უზრუნველყოს.
სხდომაზე ასევე განიხილეს საკითხი , ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 01 აპრილის N69. 69240926 განკარგულებაში „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების
ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი 2024 წელს განსახორციელებელი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.
საკითხი საკრებულოს წევრებს ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის, ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა, ბესო ჭიპაშვილმა წარუდგინა.
სრულად
18/04/2024
7 მაისს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი განიხილება
1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირი- ს „ ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების“
ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ
მომხს: თამარ ლაცაბიძე
2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის
პირველი კვარტლის შესრულების შედეგების განხილვის შესახებ
მომხს: ვლადიმერ გელაშვილი,
თანამომხს: ვარლამ ჭიპაშვილი
3.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19
დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის
პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით
დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის
შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხს: კახაბერ
გოლუბიანი
საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე
სრულად
15/04/2024
18 აპრილს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება
სხდომაზე დღის წესრიგით , შემდეგ საკითხებს განიხილავენ:
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურის,
შემოქმედებითი თუ სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურის ფიზიკური აღნუსხვის
უზრუნველსაყოფად საგრანტო პროექტის - „შემოქმედებითი კომპასი საქართველო“-ს
ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ ევროკავშირისაგან 5 000 (ხუთი
ათასი) ევროს ოდენობით გრანტის მისაღებად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ
მომხს: გივი კურტანიძე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 01 აპრილის N69.
69240926 განკარგულებაში „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით
გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების
ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის
მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი 2024 წელს განსახორციელებელი
პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი
თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ“ ცვლილების შეტანის
თაობაზე
მომხს: პეტრე შარიქაძე
სრულად