28/03/2024
მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პირები სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ
საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ფერმერების მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სპეციალურ პროგრამას „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა“ სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი 5 მლნ ლარია.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობას საკუთრებაში გააჩნია მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, მაღალია მოთხოვნა ხელის ტრაქტორებზე (მოტობლოკებზე). ახალი სახელმწიფო პროგრამაც სწორედ ფერმერთა ამ საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა.
ახალი პროგრამით დაფინანსება შეუძლია მიიღოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ფიზიკურმა პირმა, რომელსაც მაღალმთიან დასახლებაში საკუთრებაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მაღალმთიან დასახელებებში მცხოვრები პირების მიერ შესაძენი მცირე ზომის (7 ცხ.ძ-დან) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 70%, თანადაფინანსების ლიმიტი განსხვავებულია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სიმძლავრეების მიხედვით და არ აღემატება 2500 ლარს.
სახელმწიფოს თანადაფინანსებით მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები 2024 წელსაც შეძლებენ. განაცხადების მიღება მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაიწყება.
აგრარული მიმართულებით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამების შედეგად, ყოველწლიურად იზრდება მსხმოიარობაში შესული ბაღების რაოდენობა, რაც ზრდის მოსავლის ამღებ ტექნიკაზე მოთხოვნას. სახელმწიფოს მიზანია, მეტი ფერმერის და აგრობიზნესში ჩართული პირისათვის იყოს ხელმისაწვდომი მოსავლის ამღები თანამედროვე ტექნიკა, რაც უზრუნველყოფს აგროვადების გათვალისწინებით მოსავლის აღებას და, შესაბამისად, მაღალი ხარისხის შენარჩუნებას. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში თანამედროვე ტექნიკის გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა მოსავლის აღების პროცესს უფრო ოპერატიულს და ეფექტიანს გახდის.
მიმდინარე წელს გაზრდილია მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ჯამური ბიუჯეტი. გასულ წელს, გამოყოფილი იყო 7 მლნ ლარი, წელს ეს თანხა 10 მლნ ლარია. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დიდია პროგრამით დაინტერესება, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების პროცენტულობა განისაზღვრა ღირებულების 30%-ით, მაგრამ არაუმეტეს 150, 000 ლარით. პროგრამის ახალი პირობით, თანადაფინანსებით ყურძნის მოსავლის ამღები ტექნიკის შეძენაც შესაძლებელია.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია თანამედროვე სტანდარტის აგროწარმოების განვითარების ხელშეწყობა, შესაბამისად, ხორციელდება არაერთი პროგრამა, მათ შორის, ფერმერებისათვის სხვადასხვა სიმძლავრის, ახალ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით. 2013 წლიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 7500 ერთეული, 440 მლნ ლარზე მეტი ღირებულების, სხვადასხვა სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და იმპლემენტებია შეძენილი. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 122 მლნ ლარს აღემატება.
სრულად
27/03/2024
ხარაგაულში თეატრის საერთაშორისო დღეს ახალგაზრდებისთვის სპექტაკლი გაიმართა
ხარაგაულის თეატრი, უკვე ტრადიციულად, თეატრის საერთაშორისო დღეს - 27 მარტს, მუნიციპალიტეტის უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის სპექტაკლს მართავს.
დღეს ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა ახალგაზრდებისთვის
სპექტაკლი ,,დოდოს მოლოდინში“ ითამაშა.
სპექტაკლზე დასწრება IX – XII კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი გახლდათ.
ირინე ჩხეიძე (თეატრის რეჟისორი) ,,დიდი მადლობა სიყვარულისთვის ახალგაზრდებს , უკვე მესამე წელია ხარაგაულის თეატრი აღნიშნავს თეატრის საერთოროსი დღეს და უფროსკლასელებითვის თამაშობს სპექტაკლს“
სრულად
27/03/2024
1 აპრილს საკრებულოს სხდომა გაიმართება
სხდომაზე საკრებულოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 8 საკითხს განიხილავენ:
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 01 აპრილის მორიგი სხდომის დღის წესრიგი 1. ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ
მომხს: ჰამლეტი ბერაძე 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ
მომხს: ვლადიმერ გელაშვილი ვარლამ ჭიპაშვილი
3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ
მომხს: მარინე ხვედელიძე
4.,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხს: მანანა ბარბაქაძე 5.,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალურ ი დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ’’ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 თებერვლის N 11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხს: ნანა კიკნაძე 6. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხს: ვლადიმერ გელაშვილი ვარლამ ჭიპაშვილი
7, ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ და ა(ა)იპ ,,სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ რეორგანიზაციის შესახებ
მომხს: კახაბერ გოლუბიანი 8. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში
მერის მიერ წარმოდგენილი 2024 წელს განსახორციელებელი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ
მომხს: პეტრე შარიქაძე
საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე
სრულად
27/03/2024
გაეცანით ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშს
ხარაგაულის ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით გვსურს გაცნობოთ, რომ 2024 წლის 22 მარტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა საქართველოს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკისა და მისი დანართის ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის შესახებ დამატებითი განცხადება.
სგშ-ის ანგარიშის დამატებითი განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - https://ei.gov.ge.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/ce31e2ef-816e-44dc-9171-dd06a8f52db4
დაგეგმილი საქმიანობის სგშ ანგარიშის დამატებით განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 12 აპრილის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
საზოგადოების შენიშვნების გათვალისწინების ფურცელი
შენიშვნების გათვალისწინების ფურცელი
სრულად