{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • გამარჯვებულები 23 ოქტომბერს ფესტივალის საზეიმო დახურვაზე გამოვლინდებიან

    11 ოქტომბერს ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი, ქალაქ გორში, საქართველოს სახალხო თეატრების ფესტივალზე იმყოფებოდა. ფესტივალზე ხარაგაულმა დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“(რეჟისორი ირინა ჩხეიძე) წარადგინა.

    ფესტივალში ხარაგაულთან ერთად მონაწილეობას  იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის - ბორჯომის, სამტრედიის, საჩხერის, საგარეჯოს, წყალტუბოს, ბაღდათის და ჩოხატაურის სახალხო თეატრები.

    დღეს ცნობილი გახდა, რომ ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლი ,,დარისპანის გასაჭირი“ ოთხ ნომინაციაშია წარდგენილი.

    გრან-პრი (საუკეთესო სპექტაკლი);

    საუკეთესო რეჟისორი (ირინა ჩხეიძე);

    მეორეხარისხოვანი როლი (ლუიზა კიკნაძე);

    საუკეთესო მხატვრობა (გაიოზ შუბითიძე);

    გამარჯვებულები 23 ოქტომბერს  გორის თეატრში ფესტივალის საზეიმო დახურვაზე გამოვლინდებიან. გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალური ჟიური, რომლის შემადგენლობაში შედიან კრიტიკოსები და თეატრმცოდნეები - ნიკა წულუკიძე, ლელა ოჩიაური და ლაშა ჩხარტიშვილი.

    ფესტივალის მიზანი სხვადასხვა რეგიონებში არსებული სახლახო თეატრების საქმიანობის პოპულარიზაცია და მოტივაციის ამაღლებაა.

     

    22 ოქტომბერი 2015

    ნანახია: 723 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0794
    3.4908
    4.1791
    4.0259
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი