{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ბიორაგის გამოყენების პროგრამაში ჩართულობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი სოფელ ხიდარში დაფიქსირდა

    ხარაგაულში პროექტის პრეზენტაცია „ქართველი მეცნიერების მიღწევების დანერგვა სოფლის მეურნეობაში ბიოენერგოაქტივატორების გამოყენებით“  თებერვლის თვეში გაიმართა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში პროექტის კოორდინატორი გამგებლის მრჩეველი სოფლის მეურნეობის საკითხებში, მურმან არჯევანიძეგახლავთ.

     მურმან არჯევანიძის განმარტებით ბიორაგი არის ნივთიერება, რომელიც ქიმიურ დანამატებს არ შეიცავს და მისი სწორად გამოყენება ორმაგად ზრდის მოსავლიანობას. ხარაგაულში მიმდინარე წელს  ბიორაგის გამოყენების საპილოტე პროგრამა რამდენიმე სოფელში ამოქმედდა.  აღნიშნული ნივთიერებით დაინტერესდნენ გლეხები, მცირე ფერმერები,  მეწარმეები და ბიოენერგოაქტივატორის ეფექტურობა საკუთარ მეურნეობებზე გამოსცადეს.

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მხარი დაუჭირა პროექტის ამოქმედებას  და ბენეფიციართა გარკვეულ ნაწილს ბიონერეგოატივატორი უფასოდ გადაეცა. პროგრამაში ჩართულობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი სოფელ ხიდარში დაფიქსირდა. აქაურმა გლეხებმა ბიორაგის ეფექტურობა სიმინდის მოსავალსა და ყურძენზე გამოსცადეს. პროექტის კოორდინატორმა მურმან არჯევანიძემ და გამგებლის თანაშემწე გია თავზარაშვილმა სოფელში მიღებული მოსავალი პირადად შეამოწმეს. ისინი ხიდარში ფრიდონ შარიქაძისა და შაქრო ბერაძის ოჯახებს ეწვივნენ.  „საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა ნივთიერება. სიმინდის ერთ ღეროზე სამი ტარო გამოვიდა, თავად ტაროები კი, საკმაოდ დიდი და მსხვილმარცვლიანია. გასულ წელთან  შედარებით ორმაგად გაზრდილი მოსავალი მივიღეთ. მნიშვნელოვანია, რომ ნივთიერება ქიმიური სასუქი არაა და იგი ბიოლოგიურად უსაფრთხოა“- აღნიშნავს შაქრო ბერაძე.

    ფრიდონ შარიქაძე კი, როგორც სიმინდის, ასევე ყურძნის მოსავალითაც კმაყოფილია - „ორჯერ უფრო დიდი მტევნებია და მსხმოიარობაც  ორმაგად გაზრდილი, მადლობა მათ ვინც ეს ნივთიერება ხარაგაულში შემოიტანა და მუნიციპალიტეტის გამგეობის დახმარებით უფასოდ დაგვირიგა. მომავალში ჩვენ ხომ აუცილებლად გამოვიყენებთ, მაგრამ მოსახლეობასაც ვურჩევთ მის გამოყენებას“.

    პროექტის კოორდინატორი მურმან არჯევანიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, - „თუ ერთი ადამიანი მაინც კმაყოფილია ამ ნივთიერების გამოყენებით, ვიტყვი რომ პროგრამამ გაამართლა. მომავალში ხარაგაულელი გლეხები კაკალზე, თხილზე და ხილის სხვადასხვა სახეობაზე გამოცდიან ბიორაგის ეფექტურობას. ვინც  დარეგისტრირებულია პროგრამაში ისინი მომავალ წელს  კვლავ უფასოდ მიიღებენ ბიოენერგოაქტივატორს,  ხოლო დაინტერესებული პირები ნივთიერებას ხარაგაულში გალაკტიონის ქ.N1-ში მდებარე აფთიაქში შეიძენენ“. 

       

     

    21 ოქტომბერი 2015

    ნანახია: 1520 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0720
    3.4661
    4.1358
    3.9081
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი