{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • „მშვიდობიანი საქართველოს“ წარმომადგენლებმა თამარ ჩერქეზიშვილის ოჯახს ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს

     

    16 ოქტომბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის „მშვიდობიანი საქართველოს“ წარმომადგენლებს  და მის პრეზიდენტს ირაკლი ჩიგოგიძეს შეხვდა. შეხვედრაზე, ძირითადად, სოციალურ პრობლემებზე ისაუბრეს. ბატონმა, კობა ლურსმანაშვილმა სოციალური პრობლემების განხილვის დროს აღნიშნა, რომ  ხარაგაულში ამჟამად, რამდენიმე ობიექტის გახსნა იგეგმება, სადაც შესაძლებელი იქნება სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმება მათი კვალიფიკაციის შესაბამისად.

    არასამთავრობო ორგანიზაციის „მშვიდობიანი საქართველოს“ წარმომადგენლებმა სოციალურად დაუცველ, თამარ ჩერქეზიშვილის ოჯახს ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს. მათ, ასევე სოფელ ლაშეში მცხოვრები ნორა ხარატიშვილი მოინახულეს, რომელიც ჩვილ ბავშვთან ერთად მარტო ცხოვრობს. ამჟამად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს ნორა ხარატიშვილის სახლის რამდენიმე ოთახის კეთილმოწყობა, რათა ჩვილ ბავშვთან ერთად იქ ცხოვრება  შესაძლებელი იყოს. არასამთავრობო ორგანიზაციის წრმომადგენლებთან შეხვედრისას ნორა ხარატიშვილმა აღნიშნა, მის ოჯახს გამგეობა შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარება, ასევე გამგეობა ზრუნავს ბავშვის კვებაზე.  „მშვიდობიანი საქართველოს“ ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიგოგიძემ აღნიშნა, რომ ისინი აღნიშნულ სოციალურად დაუცველ ოჯახებს მომავალშიც გაუწევენ დახმარებას.

     „მშვიდობიანი საქართველოს“ წარმომადგენლები ასევე, შეხვდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების „ქალები ქვეყნის მომავლისთვის“, „წიფლარისა“ და  „ნაბიჯი ხარაგაულის“ წარმომადგენლებს. შეხვედრისას, ორგანიზაციებმა ერთობლივი მუშაობის სურვილი გამოთქვეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

       

    19 ოქტომბერი 2015

    ნანახია: 2324 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი