{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • თბილისობის დღესასწაულზე ხარაგაული იმერული ნობათით და ხალხური რეწვის ნიმუშებით წარსდგა

    „თბილისობა 2015-ის“ ფარგლებში დედაქალაქის  ქუჩებში ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა - გაყიდვას ხარაგაულის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. ფალიაშვილის ქუჩაზე ორგანიზატორების მიერ სახელდახელოდ მოწყობილ კარვებში, იმერეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად, საკუთარი ნაწარმის პრეზენტაცია ხარაგაულმაც გამართა.

    ხარაგაული თბილისობაზე იმერული ნობათით  და ხალხური რეწვის ნიმუშებით წარსდგა.  ხარაგაულის კუთხესთან მთელი დღის განმავლობაში არ წყდებოდა დამთვალიერებელ-მყიდველი, სადაც უზადო ოსტატობით მოწნული კალათები, გიდელები, საყვავილეები, საპურეები, თიხისაგან დამზადებული დოქები, ქოთნები, ღვინის ჯამები და ქვევრებიც კი იწონებდნენ თავს.  

    „თბილისობა -2015“ -ზე ხარაგაულის მუნიუციპალიტეტიდან წარდგენილ ჯგუფს გამგებლის მოადგილე, თემურ ჩხეიძე და გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის უფორსი, კახაბერ გოლუბიანი მეთაურობდნენ. 

     

    19 ოქტომბერი 2015

    ნანახია: 655 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი