{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • 3 ნოემბერს ხარაგაულში ინტელექტ-ჩემპიონატი ,,ეტალონი-2016“-ი  გაიმართება

    ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, დავით კიკნაძის ინფორმაციით, დღეს ცნობილი გახდა „ეტალონი-2016“-ის  ფინალისტები. შესარჩევი ტური, ხარაგაულში, 15 ოქტომბერს გაიმართა და მასში 26 სკოლიდან 113 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.  კონკურსანტებს ტესტის შესასრულებლად 1 საათი ჰქონდათ მიცემული. ტესტი 30 კითხვისაგან შედგებოდა, რომელიც  კონკურსანტებისათვის სპეციალურად „ეტალონის“ სამუშაო ჯგუფმა შექმნა. პასუხების მიღებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა დროის ფაქტორს. ხარაგაულის „ეტალონში“ გამარჯვებული მოსწავლე მონაწილეობას  3 ნოემბერს, ხარაგაულში გამართულ ,,ინტელექტ-ჩემპიონატში“ მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვებული ხარაგაულელი ეტალონი მოსწავლე კი 2016 წლის 21 მაისს თბილისში, სპორტის სასახლეში გამართული ინტელექტ-ჩემპიონატის  „ეტალონი – 2016“–ის მონაწილე გახდება.

    ხარაგაულის საჯარო სკოლებს ,,ეტალონში“ შემდეგი მოსწავლეები წარადგენენ:

    1. რომან სახვაძე - (უბისის საჯარო სკოლა);

    2. ანა მაღრაძე - (ვახანის საჯარო სკოლა);

    3. გიორგი სებისკვერაძე - (ღორეშის საჯარო სკოლა);

    4. საბა გრიგალაშვილი - (ხევის საჯარო სკოლა);

    5. სოსო გოგოლაძე - (ბორითის საჯარო სკოლა);

    6. მარიამ შარიქაძე - (ლეღვანის საჯარო სკოლა);

    7. თამარი ლომიძე - (ხუნევის საჯარო სკოლა);

    8. მარიამ ფცქიალაძე - (მარელისის საჯარო სკოლა);  

    9. გიორგი მდინარაძე -  (კიცხის საჯარო სკოლა);

    10. მარიამ ბეროშვილი - (ვარძიის საჯარო სკოლა);

    11. გიორგი ლურსმანაშვილი - (ვაშლევის საჯარო სკოლა);

    12. მარიამ ბერაძე - (ხიდარის საჯარო სკოლა);

    13. ანა კვინიკაძე - (წიფის საჯარო სკოლა);

    14. გიორგი შუბითიძე - (ნადაბურის საჯარო სკოლა);

    15. ქეთევან დვალი - (წყალაფორეთის საჯარო სკოლა);    

    16. ნინო ჭყოიძე - (ხარაგაულის N3  საჯარო სკოლა);

    17. მერაბი ლომსაძე - (საღანძილის საჯარო სკოლა);

    18. ფერიდე ბერაძე  - (ბორის საჯარო სკოლა-პანსიონი);

    19. ნონა მაჭავარიანი - (ხარაგაულის N2 საჯარო სკოლა);

    20. ქეთევან ცხადაძე - (მოლითის საჯარო სკოლა);

    21. ვლადიმერ მაღრაძე - (ლაშის საჯარო სკოლა);

    22. ფატი შათირიშვილი - (ზვარე საჯარო სკოლა);

    23. გია ლომიძე - (ვერტყვიჭალას საჯარო სკოლა);

    24. სოფო შველიძე - (ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია);

    25. მარიამ მაქაძე - (ბაზალეთის საჯარო სკოლა). 

     

    19 ოქტომბერი 2015

    ნანახია: 736 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი