{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • 12 ოქტომბრის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდა 

    დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, ინგა მაღრაძემ 12 ოქტომბრის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის განხილვისას ერთ-ერთ საკითხად საკრებულოს აპარატში ორი საშტატო ერთეულის ამოქმედება მოითხოვა. ბიუროს წევრებმა აღნიშნული მოთხოვნა უარყოფითად შეაფასეს და საკითხი 12 ოქტომბრის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგიდან მოიხსნა.  

    საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ვარლამ ჭიპაშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება დამატებით კიდევ ორი საშტატო ერთეულის ამოქმედებას საკრებულოში, ვინაიდან მისი განმარტებით, ეს აუცილებლობით არ არის გამოწვეული და წლის ბოლოს ამ ხარჯის გაწევა მიზანშეუწონლად მიაჩნია.

    ვარლამ ჭიპაშვილმა ინგა მაღრაძეს  მის მიერ გაკეთებული განცხადებები შეახსენა,  სადაც ის ბიუჯეტის ფინანსური რესურსის გონივრულად დახარჯვაზე და კადრების შემცირებაზე საუბრობდა. „ქალბატონო ინგა, ასეთი ქმედებებისთვის სხვებს აკრიტიკებთ. გამოდის,  რომ თქვენს მიერ გაკეთებული განცხადებები პოპულისტური იყო.  მრჩება შთაბეჭდილება, რომ დღემდე დემოკრატიულობანას თამაშობდით“ - აღნიშნა ვარლამ ჭიპაშვილმა. 

    საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე საკრებულოს აპარატში კადრების დამატების აუცილებლობას ასე განმარტავს: „აღნიშნული კადრები საკრებულოს აპარატის საშტატო ერთეულში გათვალისწინებული იყო. ჩვენ ახლა მათი ფუნქციების ამოქმედება გვინდა. დღემდე ამ კადრების საჭიროებას ვერ ვხედავდით, დღეს ამის აუცილებლობა დადგა“.

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგ სხდომაზე  12 ოქტომბრის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს.  

    1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ;

    2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე;

    3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობირივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე;

    4. არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების წესდებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

    5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ ბათილად გამოცხადების შესახებ;

     

     

    8 ოქტომბერი 2015

    ნანახია: 490 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი