{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ელენე პაქსაშვილის ოჯახის დასახმარებლად იმსჯელებენ

     

    5 ოქტომბრის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ვარლამ(ტატო) თავზარაშვილმა  განაცხადა, რომ სოციალური დახმარების პროგრამაში ცვლილებების შეტანამ, ქულების არასწორად დათვლამ ხარაგაულში მცხოვრებ დაუცველ მოსახლეობაზე მძიმედ იმოქმედა. მისი აზრით, სოციალური დახმარებები არასწორად და შეუსაბამოდ იცემა. მოსახლეობა იმედს იტოვებს, რომ მათი სოციალური და ეკონომიური მდგომარეობის გადამოწმება ობიექტურად შეფასდება.

    სხდომაზე, საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ვარლამ ჭიპაშვილმა დამოუკიდებელ გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ მასალაზე ისაუბრა.  მასალა ხარაგაულელ, სოციალურად დაუცველ, ელენე პაქსაშვილის ოჯახს ეხება. ქალბატონი ელენე ავარიულ სახლში ცხოვრობს და ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. „ჩვენ ვიყავით მისულები ოჯახის მდგომარეობის შესამოწმებლად. ვითარება მძიმეა, ადამიანების ცხოვრება იმ სახლში სახიფათოა. უახლოეს დღეებში მათ  საჭირო მასალით მოვამარაგებთ, ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ რა სახის დახმარება აღმოვუჩინოთ ელენე პაქსაშვილის ოჯახს“ - აცხადებს ვარლამ ჭიპაშვილი.  

     

    6 ოქტომბერი 2015

    ნანახია: 519 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი