{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • 5 ოქტომბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა

     5 ოქტომბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე, დეპუტატებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიში მოისმინეს და მის შესახებ იმსჯელეს. ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, როინ გელაშვილის ინფორმაციით, სამსახური მუნიციპალიტეტისათვის საჭირო, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემის პროცესს ახორციელებს. საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ვარლამ ჭიპაშვილი დაინტერესდა თუ როგორ განიკარგება ე.წ. ,,კიცხის ტერასები“, რომელიც მუნიციპალიტეტს გადმოეცა. როინ გელაშვილმა ამასთან დაკავშირებით განმარტა, რომ „კიცხის ტერასები“ 40 ოჯახისაგან შემდგარ კოოპერატივს გადაეცემა და ამ ტერიტორიაზე სანერგე მეურნეობა შეიქმნება. კოოპერატივში შევლენ ის ოჯახები, რომლებიც მანამდე „კიცხის ტერასებს“ ამუშავებდნენ.

    ვარლამ ჭიპაშვილი ასევე დაინტერესდა, მუნიციპალიტეტის ქონების ინვენტარიზაციის საკითხით, რომელიც 25 ოქტომბერს უნდა დასრულდეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატმა ჯამბულ გამცემლიძემ განაცხადა, რომ, თუ პრობლემა მოცემულ ვადებში არ მოგვარდება იგი პასუხისმგებელი პირის საკითხს დააყენებს. როინ გელაშვილმა აღნიშნა, რომ ინვენტარიზაციის გასაკეთებლად კომისია შექმნილია და იგი დასკვნას 25 ოქტომბრისთვის მოამზადებს.
    საკრებულოს თავმჯდომარის, მოადგილემ მანანა ბარბაქაძემ ყურადღება გაამახვილა წიგნებზე, რომელიც ხარაგაულის საბიბლიოთეკო გაერთიანების მიერაა ჩამოწერილი და სასწრაფოდ საჭიროებს რეაგირებას.
    საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარემ გაწეული მუშაობის შესახებ მოხსენება წაიკითხა. ბატონმა, ვალოდა კელენჯერიძემ ყურადღება გაამახვილა ხარაგაულში სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ამ კუთხით მნიშვნელოვანი იყო „კიცხის სანერგე მეურნეობაში“ გამოყვანილი 6 000 ძირი ცოლიკაური, რომელიც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს გადაეცათ. ვალოდა კელენჯერიძემ ასევე ისაუბრა, ხარაგაულში მსხვილფეხა პირუტყვის სასაკლაოს ე.წ ,,ბოინის“ მოწყობის აუცილებლობაზე, რომლის გაკეთებაც პირველ ეტაპზე ვერ განხორციელდა.
    სხდომაზე, დეპუტატებს შორის დებატები გამოიწვია საკრებულოს რეგლამნეტში ცვლილებების შეტანის საკითხმა, რომლის მიხედვითაც დეპუტატი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, 1 ნოემბრამდე მოსახლეობას ჩააბაროს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. მოგვიანებით ანგარიშის გამოქვეყნებას საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს. აღნიშნული საკითხის წინააღმდეგ გამოვიდნენ საკრებულოს წევრები, რომან შერგელაშვილი და ჯამბულ გამცემლიძე. როგორც რომან შერგელაშვილმა განაცხადა, ამ საკითხზე არ უმსჯელია იურიდიულ, სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისიას, შესაბამისად რეგლამენტის დარღვევით გასული საკითხი ბათილია.
    ვარლამ ჭიპაშვილმა, საკრებულოს სხდომაზე სოფელ ბაზალეთში მიმდინარე გარე განათების ქსელის მოწყობაზე ისაუბრა. როგორც მოგეხსენებათ, გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოებს ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობა“ ასრულებს. ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, იმ ადგილებზე, სადაც ნათურების დამონტაჟება მიმდინარეობს ახლადმოასაფალტებული გზა დაზიანებულია. „ვიდრე „ხარაგაულკეთილმოწყობა“ ამ პრობლემას არ მოაგვარებს, გარე განათების ქსელის მოწყობისთვის გამოყოფილი თანხა არ ჩაერიცხებათ“ - განაცხადა ვარლამ ჭიპაშვილმა.
    სხდომაზე, განცხადება გააკეთა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ქეთევან ზუმბაძემ, რომელმაც იმ ბრალდებებზე ისაუბრა რაც მათი პარტიის წინააღმდეგაა მიმართული. დაპირისპირება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკეთებული მოხსენების შემდეგ დაიწყო. „კარგი იქნება თუ ჩვენი ოპონენტები განცხადებებს გადაუმოწმებელ მასალებზე არ გააკეთებენ“ –აცხადებს ქეთევან ზუმბაძე.

     

    6 ოქტომბერი 2015

    ნანახია: 432 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი