{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • აკაკის დაბადებიდან 175 წელი შესრულდა

    წელს, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წელი შესრულდა. აკაკის იუბილე, ხარაგაულის საბავშვო ბიბლიოთეკაში, №2 საჯარო სკოლის VI, VII  და VIII კლასის მოსწავლეებმა აღნიშნეს. ღონისძიება საბავშვო ბიბლიოთეკის ინიციატივით ჩატარდა, რომელსაც ორგანიზება №2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებმა ნაზი ჭიპაშვილიმა და რუსუდან თაბაგარმა გაუკეთეს. ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა აკაკის სხვადასხვა ნაწარმოები წაიკითხეს, შესრულდა აკაკის ლექსებზე შექმნილი სიმღერები. ღონისძიების დასასრულს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი, ნიკოლოზ მაჭავარიანი დამსწრე საზოგადოებას აკაკის ღვაწლსა და მის შემოქმედებაზე ესაუბრა. 

      

    2 ოქტომბერი 2015

    ნანახია: 807 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი