{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ფესტივალზე ნაჩვენები იქნება სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“

     

    10-დან 23 ოქტომბრის ჩათვლით გორის სახელმწიფო თეატრში საქართველოს სახალხო თეატრების ფესტივალი გაიმართება.  გორის ფესტივალზე ხარაგაულის სახალხო თეატრი სპექტაკლით „დარისპანის გასაჭირი“ (რეჟისორი ირინე ჩხეიძე) წარსდგება. ფესტივალში მონაწილეობენ, ხარაგაულის, სამტრედიის, საგარეჯოს, საჩხერის, წყალტუპოს, ბორჯომის, ბაღდათის, ჩოხატაურის, ხელვაჩაურის სახალხო თეატრები. მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, რომ ფესტივალს ხარაგაულის სახალხო თეატრი გახსნის.

    თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა თანაბარ სივრცეში გვიწევს მონაწილეობის მიღება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფესტივალში მხოლოდ სახალხო თეატრები არიან წარმოდგენილი.

    ფესტივალს ჰყავს საკმაოდ მაღალკომპტენეტური და პროფესიონალი ჟიური. ესენი არიან ლაშა ჩხარტიშვილი, ლელა ოჩიაური და ნიკო წულუკიძე.

    ხარაგაულის სახალხო თეატრი გორის ფესტივალს 10 ოქტომბერს გახსნის. ფესტივალის დახურვის და დაჯილდოების ცერემონიალი 23 ოქტომბერს გორის სახელმწიფო თეატრში გაიმართება. 

     

     

    2 ოქტომბერი 2015

    ნანახია: 825 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0794
    3.4908
    4.1791
    4.0259
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი