{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ქუთაისში გივი ბრეგაძისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

    ქუთაისში გამოჩენილი ხელოვანის, საზოგადო მოღვაწის, ბუნების დიდოსტატის გივი ბრეგაძისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. გივი ბრეგაძის ზღაპრულ სალონ-სამყაროში ხარაგაულის ლიტერატურულმა თეატრმა ხელოვანისადმი მიღძღვნილი, იზა ვეფხვაძის მონო სპექტაკლი "ხეში ამღერებული სულის დიდოსტატი" გამართა. სახლ-მუზეუმში გამართულ საღამოზე მინი კომპოზიციები წარმოადგინეს სტუდია „მარჯანიშვილელების“ მსახიობებმა. ღონისძიებას  ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე და ქუთაისის კულტურის სფეროში მოღვაწე ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ. გივი ბრეგაძის მეუღლემ, ლარინა არსენიშვილმა მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს, განსაკუთრებით მოეფერა ქალბატონ იზა ვეფხვაძეს, რათა მან შეძლო და დღეს, ბატონი გივის ნამუშევრებში მისი სული გააცოცხლა.

    ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ერთხელ კიდევ გაიხსენა ბუნების დიდოსტატი გივი ბრეგაძე, შეაფასა მისი უკვდავი ნამუშევრები და გააჟღერა ინიციატივა, რომ მომავალში მის სახლ-მუზეუმს მიენიჭოს სტატუსი, რათა ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობას, და არამარტო ქუთაისის, საშუალება ჰქონდეთ ექსკურსიების და ტურების დროს მოვიდნენ აქ, ამ ზღაპრულ სამყაროში და უფრო ახლოს გაიცნონ ბატონი გივის შემოქმედება.

    ღონისძიებაზე იყო საუბარი იმაზე, რომ გივი ბრეგაძის სახლ-მუზეუმს „სიყვარულის სახლი“ ეწოდოს. 

      

     

    2 ოქტომბერი 2015

    ნანახია: 930 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი