{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ბიუროს წევრებმა სხდომაზე ხარაგაულელ გოგა კვინიკაძის დახმარებაზე იმსჯელეს

    დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა. ბიუროს წევრებმა საკრებულოს 5 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელეს.

    5 ოქტომბრის საკრებულოს სხდომაზე შემდეგი საკითხები განიხილება:

    1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;

    2. ფრაქცია ,,ქართული ოცნება მრეწველების“ თავმჯდომარის მოხსენება ფრაქციის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

     3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N11 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;

     4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის N 50/11 განკარგულებაში ,,საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხისდამტკიცები სშესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;

     5.სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაგეგმილი საპროექტო წინადადებების შეთანხმების შესახებ.

     ბიუროს სხდომაზე,  ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ვარლამ(ტატო) თავზარაშვილმა ბიუროს წევრებს მიმართა, რომ კარგი იქნება იმ სოფლებში, სადაც ქუჩების დამისამართება უკვე გაკეთებულია მოვიძიოთ ის ხარაგაულელი გამოჩენილი მოღვაწეები, გმირები, რომელთა სახელიც მიენიჭება ქუჩებს. 

    სხდომაზე ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ   პაატა გოგოლაძემ ხარაგაულელ  გოგა კვინიკაძის დასახმარებლად თანხის (2000 ლარი), გამოყოფაზე  ისაუბრა. გოგამ ამ ცოტა ხნის წინ ხერხემლის სერიოზული დაზიანება მიიღო და იგი ოპერაციას საჭიროებს. ბიუროს წევრებმა აღნიშნეს რომ  ამ საკითხზე  დღესვე იმსჯელებენ. 

     

     

    22 სექტემბერი 2015

    ნანახია: 479 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი