{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ქუთაისში სწავლის დაწყების აღსანიშნავი კონცერტი მერიის ორგანიზებით ჩატარდა

    გუშინ, 21 სექტემბერს, ქუთაისში სწავლის დაწყების აღსანიშნავად ქუთაისის მერიის მიერ დაგეგმილი კონცერტი გაიმართა. კონცერტში საქართველოს ცნობილ მომღერლებთან ერთად მონაწილეობა  ხარაგაულელმა მომღერლებმა თიკო ლურსმანაშვილმა და თეა ჯანიაშვილმა მიიღეს. ღონისძიებას ქუთაისის ოპერის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აკაკი ანდღულაძე უძღვებოდა და იგი ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში გაიმართა. სწავლის დაწყების აღსანიშნავად გამართულ კონცერტში სპეციალური მოწვევით მონაწილობას იღებდნენ „ოჩოსქოხი“, დათუ ნამგელაძე, ოთო ნემსაძე, ნინი ბადურაშვილი,მეგი გოგიტიძე.

    საზეიმო ღონისძიებაზე ხარაგაულელემა თიკო ლურსმანაშვილმა Loorenis „euphora“ და  Michael jacksonis  „smile“ შეასრულა, ხოლო თეა ჯანიაშვილმა liza mineli-ს  „cabaret“ და James bond-ის„tomorrow never dies“.

    შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კონცერტი 14 სექტემბერსუნდა გამართულიყო,  მაგრამ იგი  მწერალ  რეზო ჭეიშვილის გარდაცვალების გამო გადაიდო.

     

     

     

    22 სექტემბერი 2015

    ნანახია: 960 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი