{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ცენტრი ბორის საჯარო სკოლა-პანსიონის ბაზაზე ამოქმედდება

     

    ხარაგაულში ბორის საჯარო სკოლა-პანსიონის ბაზაზე დღის ცენტრი გაიხსნება. განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი ინიციატივით საქრთველოში დღის ცენტრების გახსნა სკოლების ბაზაზე ან სკოლებთან ახლოს გადაწყდა. რადგან აქ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის უფრო მეტად ადაპტირებული გარემოა. ბორის საჯარო სკოლა-პანსიონის ბაზაზე არსებული დღის ცენტრი 15 ბენეფიციარზეა გათვლილი.  ცოტა ხნის წინ, ბორის სკოლაში ცენტრის ფუნქციონიებისთვის ინფრასტრუქტურა მოეწყო, გარემონტდა ოთახები, გაკეთდა სპეციალური პანდუსები. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან იმუშავებენ სპეც-პედაგოგები (რომლებსაც უკვე გავლილი აქვთ ტრენინგები), ფსიქოლოგები. ბავშვები ჩაერთვებიან სხვადასხვა აქტივობებში, მონაწილეობას მიიღებენ ისეთ ღონისძიებებში, რაც მათ საზოგადოებაში უფრო ინტეგრირებულს გახდის. 

    ბორის საჯარო-სკოლა პანსიონის დირექტორის ჰამლეტ ბერაძის ინფორმაციით, დღის ცენტრი სკოლის ბაზაზე ზამთარში უკვე მიიღებს ბენეფიციარებს. ამ ეტაპზე დღის ცენტრისთვის გათბობის სისტემის მოწყობაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. 

       

     

     

    21 სექტემბერი 2015

    ნანახია: 730 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი