{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • პოლონეთში კუიავსკო -პომორსკის რეგიონს იმერეთის მხარის დელეგაცია სტუმრობდა

     

    იმერეთის მხარის დელეგაცია სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილის იოსებ ხახალეიშვილის ხელმძღვანელობით, პროექტის "პარტნიორობა დემოკრატიული განვითარებისათვის ,,Inter-EKiP 2015" ფარგლებში კუიავსკო–პომორსკის რეგიონს სტუმრობდა. დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე იმყოფებოდნენ: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯემალ მებუკე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობინზონ გვენეტაძე .

    ერთობლივი პროექტი 2014 წელს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსდა. იგიმიზნად ისახავს რეგიონებს შორის თანამშრომლობის განვითარებასა და სოციალური, სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროებშიგამოცდილების გაზიარებას. აღნიშნული ვიზიტის ძირითადი თემა სოფლის მეურნეობა და აგროტურიზმი იყო. დელეგაციის წევრებს საშუალება ჰქონდათ  მოენახულებინათ სხვადასხვა ფერმერული მეურნეობები და გადამამუშავებელი საწარმოები.  ადგილზე გაეცნენ აღნიშნულ სფეროებში არსებულ უახლეს ტექნოლოგიებსა და მიღწევებს.

    პოლონეთის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა   ,,ხარაგაულმა ვიზიტის ფარგლებში ინტერესი გამოხატა  ტურიზმის მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებაზე, განსაკუთრებით ხაზი გაესვა აგროტურიზმს და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის უდიდესი პოტენციალის გამოყენებას ამ კუთხით.

    კუიავსკო-პომორსკი რეგიონში საფუძველი ჩაეყარა პროექტს    ტურიზმის განვითარებისათვის და სტიმულირებისათვის. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხდება ტურისტების სტიმულირება, რომლებთაც კონკრეტულ ადგილზე მისვლით და იქ თავიანთი თავის დაფიქსირებით, (უნდა იპოვნონ შესაბამისი კაფსულა) ქულები ენიჭებათ. სავსებით შესაძლებელია, ამ პროგრამის ფარგლებში ბორჯომ -ხარაგაულის ეროვნულ პარკში  აღნიშნული პროგრამით ტურისტების მოზიდვის ხელშეწყობა მოხდეს. აგრეთვე სოფლის მეურნეობის კუთხით,  განიხილება ჩვენი პროდუქციის მაგალითად ვაშლის, კონცეტრატებად გადამუშავება,  რომლის შეტანასაც ევროპულ  ბაზარზე კუიავსკო-პომორსკის რეგიონის ფერმერები უზრუნველყოფენ.

    ვიზიტის ბოლოს შეხვედრა გაიმართა კუიავსკო–პომორსკის ეგიონის გუბერნატორთან პიოტრ ცოვბესკისთან. შეხვედრაზე,  კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისათვის ახალი პროექტებისა და აქტივობების განხორციელების აუცილებლობას.

    მიმდინარე წლის ოქტომბერში იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია  უკვე ბრიუსელშია მიწვეული, სადაც კუიავსკო–პომორსკის რეგიონის  წარმომადგენლობის გახსნის ცერემონია გაიმართება და იმერეთის რეგიონის პირველ პირებს ევროპის კავშირის მაღალი დონის თანამდებობის პირებთან შეხვედრის საშუალება მიეცემათ.სამხარეო ადმინისტრაციის დელეგაცია პოლონეთის დამოუკიდებლობის  დღისადმი  მიძღვნილ ღონისძიებებშიც მიიღებს მონაწილეობას.

     

    17 სექტემბერი 2015

    ნანახია: 496 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი