{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • 17 სექტებმერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა

     ხარაგაულის მინიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №53 დედგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს. საბიუჯეტო ცვლილება ა(ა)პების მიერ მოთხოვნილმა დამატებითმა თანხებმა განაპირობა.

    საბიუჯეტო ცვლილება საფინანსო–საბიუჯეტო კომისიას უნდა განეხილა და დასკვნა დაედო. კომისიის თავმჯდომარემ ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ საკითხის  განხილვა  კომისიის სხდომაზე მუხლობრივად მოხდა და მიუხედავად იმისა, რომ იყო აზრთა სხვადასხვაობა იგი დედებითად შეფასდა. მისი ინფორმაციით, ბიუჯეტიდან გამომდინარე,  ვერ ხერხდება ა(ა)იპების მიერ მოთხოვნილი თანხების სრულად გაცემა.   ვარლამ ჭიპაშვილმა ყურადღება გაამახვილა კულტურის ცენტრზე და განაცხადა: „მართალია ვაფასებ, მათ მიერ მიღწეულ წარმატებებს, მაგრამ აუცილებელია სხვადასხვა სახის ღონისძიებები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  სოფლებშიც ჩაატარონ“. ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელასთან“ დაკავშირებით კი  ვარლამ ჭიპაშვილმა განაცხადა, რომ ამჟამად კლუბი, რომელიც მუნიციპალიტეტის  მიერაა შექმნილი, უნდა დაფინანსდეს, თუმცა აუცილებელია კლუბ „ჩხერიმელას“ მენეჯმენტის საკითხი  გადაიხედოს.

    სხდომაზე დაპირისპირება გამოიწვია ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელა 2009–ს“ საკითხმა, რომელის ბიუჯეტიდან დამატებით 30 000 ლარს მიიღებს. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თორნიკე ავალიშვილმა აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

    საბიუჯეტო ცვლილებას კენჭი ეყარა და თანხები შემდეგ ა(ა)იპებს გადაეცემათ:

    საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელა 2009–ს“ (30 000 ლარი),

    ხარაგაულდასუფთავება (30 000 ლარი),

    „კულტურის ცენტრი“ (17 000),

    „ხარაგაულის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი“ (5 500 ლარი),

    ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი (1000 ლარი).

    საბიუჯეტო ცვლილებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობას შრომის ანაზღაურების ხარჯების შესავსებად გამოეყოფა 31,1 ათასი ლარი.

    საკრებულოს სხდომაზე მოიწონეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2016 წლის  რეგიონალური განვითარების ფონდიდან დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებები, რომლის მიხედვითაც  შემდეგი პროექტების განხორციელება იგეგმება:

    უბისა–ღორეშის  და  სოფელ გედსამანიის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;

    ხარაგაული-ბაზალეთის გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი;

    ზვარეს ახალგაზრდული ბანაკის მოწყობა, მისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა  და ბანაკამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;

    მოლითის, ღორეშის, წიფის,ხევის ხარაგაულის №2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და სოფელ ვახანის საბავშვო ბაღში მე-2 ჯგუფისათვის მიშენების მოწყობა;

     გზის დამცავი კედლების მოწყობა.

     

    17 სექტემბერი 2015

    ნანახია: 722 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი