{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • დავითი 13 წლის თვითნასწავლი მხატვარია

    24 აგვისტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით ხარაგაულის კინოთეატრი ახალგაზრდა მხატვრის დავით გურგენიძის გამოფენას მასპინძლობს. დავითი 13 წლის თვითნასწავლი მხატვარია. ფესვები ხარაგაულიდან აქვს და საკუთარი ნახატების გამოფენას ხარაგაულში უკვე მეორე წელია მართავს.

    „4 წლის ასაკიდან დავიწყე ხატვა, როგორც ასეთი პერსონალური მასწავლებელი არ მყოლია. ჩემი მრჩეველიც და მასწავლებელიც მხატვარი ქეთევან ფერაძეა. რვა პერსონალური გამოფენა მქონდა თბილისში, რომელსაც ყოველი წლის დეკემბერში, ჩემი დაბადების დღეზე პიონერთა სასახლეში ვაწყობ. ამ დროისთვის მხოლოდ ერთი გამოფენა-გაყიდვა მქონდა, რომელიც საქველმოქმედო ხასიათის იყო და შემოსული თანხა, ბავშვთა სახლში გადაირიცხა.“ - გვეუბნება დავით გურგენიძე.

    დავითის ნახატების ხილვისას რაღაც უცნაური განცდა გეუფლება. თითქოს ხვდები და ვერც ხვდები რა ხდება, რა ჩაიფიქრა შემოქმედმა. რეალისტურია ნახატი თუ აბსტრაქტული ან თუნდაც ორნამენტი, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც გამოსახულია ზედაპირზე, დამოკიდებულია იმაზე, იძლევა თუ არა იგი მაყურებელზე სივრცის განცდის შთაბეჭდილებას. სივრცის განცდა არის ერთი მთავარი დამახასიათებელი ხელოვნებისა. ეს განცდა კი ნამდვილად   გეუფლება დავითის ნახატების ხილვისას.

    „ჩემს ყველა ნახატზე ჩემეული ახსნა მაქვს - ამბობს დავითი და ნახატზე „გედი“ გვეუბნება - „მას მთელი მსოფლიო მოჰყავს, სადაც მდიდრებიც არიან და ღარიბებიც...“

    დავითის საყვარელი მხატვარი მექსიკელი ფრიდა კალოა. მომავალში სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებას აპირებს და ფიქრობს, რომ პროფესია უკვე აქვს.

     

     

    26 აგვისტო 2015

    ნანახია: 602 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი