{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •    დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  სხდომა გაიმართა

        24 აგვისტოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  სხდომა გაიმართა.  სხდომაზე, დეპუტატებმა საკრებულოს  წევრების (გარდა საკრებულოს  თანამდების პირებისა) უფლებამოსილების  განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ  იმსჯელეს. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს წევრის უფლებამოსოლების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებისოდენობა (ზღვრული ოდენობა) 397ლარით განისაზღვრა. საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა დადებითად შეაფასა აღნიშნული წინადადება.

       საკრებულოს თავმჯდომარის, ინგა მაღრაძის ინფირმაციით იგი უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრითვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე წევრის მუშაობა და სხდომებზე დასწრება ნაკლები იქნება სხვა წევრის მონაცემებზე. როგორც საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, საკრებულოს წევრების დასწრება ძალზე დაბალია. ბიუროს სხდომაზე, უმრავლესობა შეთნხმდა, რომ ამისათვის სპეციალური რეგულაცია უნდა შეიქმნას. იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარეს, მიხეილ გელაშვილს დაევალა შეისწავლოს თუ როგორია  საკრებულოს წევრების სხდომებზე დასწრების მაჩვენებელი.

     

     

    24 აგვისტო 2015

    ნანახია: 514 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0794
    3.4908
    4.1791
    4.0259
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი