{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •   სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახური მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს

          სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურმა  ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები  დაიწყო. შეხვედრის მიზანი  სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტების მოსახლეობისთვის გაცნობაა. 20 აგვისტოს, შეხვედრა ხიდრის მოსახლეობასთან გაიმართა, რომელსაც  საინფორმაციო სამსახურის უფროსი ბონდო კიკნაველიძე, სამსახურის მთავარი სპეციალისტი ვაჟა მაჭავარიანი და ხიდრის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

            სამსახურის უფროსმა, ბონდო კიკნაველიძემ და  ვაჟა მაჭავარიანმა დამსწრე საზოგადოებას საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.  „საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი, რომელსაც ახორციელებს ეკონომიკის სამინისტროს სამეწარმეო  განვითარების სააგენტო. მიკრო და მცირე მეწარმეობის პროექტი თავის თავში გულისხმობს მაღაზიას, ხის მცირე საწარმოს, წისქვილს და ა.შ. რომელიც ამ პროექტით შეიძლება დაფინანსდეს.

            პირველი ეტაპი არის ბიზნეს-იდეის პროექტი. დაინტერესებულ პირს დეტალურად უნდა ჰქონდეს  ბიზნეს-იდეა ჩამოყალიბებული. უნდა იყოს სასაქონლე მასალის მარკა, მოდელი, წარმადობა და ფასი განსაზღვრული. ვებ-გვერდის მეშვეობით ხდება განაცხადის შევსება. ამის შემდეგ,  ბიზნეს-გეგმის დეტალურ შედგენაში  სამინისტრო უფასოდ ეხმარება. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნეს-გეგმა მოეწონათ ბენეფიციარი 5000 ლარით დაფინანსდება. ბენეფიციარმა, თავის მხრივ, ფულადი თანხით (10%),  აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა. ეს არის ერთ-ერთი დაზღვევა იმისა, რომ ბენეფიციარი საქმეს არ შეწყვეტს. პროექტის მიხედვით, რამდენიმე მოქალაქეს შეუძლია გაერთიანდეს ერთად და შექმნას კოოპერატივი, თითოეული მოქალაქე 5000 ლარით დაფინანსდება“. ვაჟა მაჭავარიანი მოსახლეობას, ასევე  პროექტზე – „დანერგე მომავალი“ ესაუბრა, რომელიც სანერგე მეურნეობის გაშენებას გულისხმობს.

              ვაჟა მაჭავარიანის ინფორმაციით, სამსახურს პირველ ეტაპზე  დაახლოებით ოცდაათმა ადამიანმა მიმართა.  აქედან,  თოთხმეტი ადამიანი გადავიდა მეორე ეტაპზე. ეს პროექტებია: მცირე საოჯახო სასტუმრო, სასათბურე მეურნეობა, ხის სახელოსნოს გაფართოება, აფთიაქის გაკეთება, ჩირის მცირე საწარმოს გახსნა და ა.შ. მიმართულებები შეზღუდული არ არის.

              მეორე ეტაპი შემოდგომიდან იწყება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახური დაინტერესებულ პირებს დაეხმარება და კონსულტაციას გაუწევს.

    შეხვედრები სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში ეტაპობრივად გაიმართება. 

      

     

     

    21 აგვისტო 2015

    ნანახია: 548 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი