{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  ოთარ აბაშიძის სახალხო თეატრი ხარაგაულელ  მაყურებელს სპექტაკლს ალტერნატიულ სივრცეში შესთავაზებს

    ,,თამაშები სიხარულისათვის“ - ასეთი სახელწოდება ჰქონდა სახალხო თეატრების ფესტივალს, რომელიც ლატვიაში, ქალაქ ლიმბაჟში გაიმართა.

    ფესტივალში მონაწილეობას ღებულობდნენ ლატვიის , ლიტვის, ესტონეთის, დანიის, გერმანიის და ხარაგაულის სახალხო თეატრები.

    ფესტივალზე საქართველოდან მხოლოდ ხარაგაულის სახალხო თეატრი იყო წარმოდგენილი.

    სპექტაკლის ,,თანამდევი სულის“ სცენარის ავტორი და რეჟისორი ირინე ჩხეიძე : ,, ეს იყო ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებული ფესტივალი, სადაც სხვადსხვა ქვეყნიდან 19 სპექტაკლი იყო წარმოდგენილი. ფესტივალი გამოირჩეოდა იმით, რომ სპექტაკლები წარმოდგენილი იყო ალტერნატიულ სივრცეში  როგორიცაა: სასახლე, ციხე -სიმაგრის ნანგრევები, გარაჟი, ფაბრიკა, მუსიკალური სკოლა, ადგილი ღია ცის ქვეშ.

    ჩემთვის როგორც რეჟისორისათვის უდიდესი გამოცდილების მომტანი იყო ეს ფესტივალი, ვნახე თუ როგორ მუშაობენ ევროპული თეატრები.მიუხედავად იმისა რომ ერთმანეთის ენა არ გვესმოდა, ჟესტების ენით აბსოლუტურად გასაგები იყო ის ემოცია, რომელიც მსახიობებს ჩვენამდე მოჰქონდათ. სპექტაკლს აფასებდა დანიელი თეატრალური კრიტიკოსი თომას ჰაუგერი. მან განსაკუთრებული შეფასება მისცა ჩვენ სპექტაკლს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სპექტაკლი გამოირჩეოდა განცდების გულწრფელობით, სცენების ცვალებადობით, მსახიობთა სცენური მეტყველებით.

    მოვიხიბლეთ მასპინძლების გულუხვობით, სტუმარმასპინძლობით, მათი ორგანიზებულობით და დამოკიდებულებით საქმისადმი.

    ჩვენი სპექტაკლი გათამაშებული იყო ერთ - ერთ სასახლეში, სადაც ამჟამად მუზეუმი და ქორწინების სახლია განთავსებული.ეს იყო წინა საუკუნეების გარემო, რომელიც აბსოლუტურად შეაბამისი იყო ჩვენი სპექტაკლისათვის. ირინე ჩხეიძე ამბობს,  რომ მუშაობს ახალ იდეაზე და უახლოეს მომავალში ხარაგაულის მაყურებელს ალტერნატიულ სივრცეში შესთავაზებს სპექტაკლს.

    ფესტივალის გახსნის დღეს ხარაგაულის სახალო თეატრის დასმა ყვავილებით  შეამკეს ლატვიელი კომპოზიტორის ძეგლი, რომელიც ლატვიის სახელმწიფო ჰიმნის ავტორია. მის ძეგლთან შესრულდა საქართველოს ჰიმნი.

    ფესტივალზე სხვა ქვეყნებთან ერთად აღიმართა საქართველოს დროშა. თეატრალურმა დასმა მონაწილეობა მიიღო ადგილობრივ სახალხო დღესასწაულსა და აღლუმში და საქართველოს დროშით წინ უძღოდა ფესტივალის დელეგაციას. ირინე ჩხეიძე: ,, ვმღეროდით ქართულ და ლატვიურ სიმღერებს,  როგორც კი გაიგებდნენ, რომ საქართველოდან ვიყავით აღფრთოვანებულები შეძახილებით გვხვდებოდნენ. იყვნენ ადამიანები, რომელთაც ახსოვდათ 25 წლის წინ ჩვენი სახალხო თეატრის ლატვიაში სტუმრობა სპექტაკლით ,,დარისპანის გასაჭირი“ ამ ადამიანებმა დაგვპატიჟეს ოჯახში სტუმრად. ისინი ჩვენც მოვიწვიეთ საქართველოში.

    ახლახანს მიღებული ინფორმაციით, ოქტომბერში ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი, თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილის რეკომენდაციით, გორში გამართულ საქართველოს სახალო თეტარების ფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას. 

       

    6 აგვისტო 2015

    ნანახია: 745 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი