{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტში ცვლილება მოხდა

    საკრებულოს სხდომაზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №53 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს. საბიუჯეტო ცვლილება  2015 წლის მაისის თვეში, საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ „ა(ა)იპ ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ შემავალი ბაღების შემოწმების შედეგად აღმოჩენილმა დარღვევებმა განაპირობა. N1, N2 და მოლითის ბაღში  სამზარეულო და სველი წერტილებია მოსაწესრიგებელი. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, აღნიშნული ბაღები ფუნქციონირებას ვერ დაიწყებენ. საბიუჯეტო ცვლილებას საფინანსო–საბიუჯეტო კომისიამ  მხარი დაუჭირა, როგორც საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა თანხები გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა–შენახვის, სოფლის მეურნეობის და სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებელი ხარჯებიდან დაიზოგება, ჯამში 63,0 ათასი ლარი.

        საკრებულოს სხომაზე კენჭი ეყარა, ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სახელით სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად გამარტივებული წესით ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გამგებლისათვის თანხმობის მიცემას. იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა  და ეთიკის კომისიის თავმჯდომერემ, მიხეილ გელაშვილმა განაცხადა, რომ გამარტივებული წესით ერთ პირთან მოლაპარაკება სამართლებრივად გამართლებულია. თუმცა, იყო წინააღმდეგობა და კომისიის სხდომაზე აღნიშნეს, რომ უმჯობესი იქნება თუ გამარტივებული წესით ერთ პირთან მოლაპარაკებას პრაქტიკიდან ამოიღებენ. საკრებულოს სხდომაზე გადაწყდა და ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურუქტურის  საკითხთა კომისიას დაევალა გააკეთოს მოხსენება, თუ რამდენად ეფექტურადაა შესრულებული საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულების საფუძველზე გამარტივებული წესით ერთ პირთან მოლაპარაკების გზით  განხორციელებული სამუშაოები. ხოლო,   სოციალური პროგრამიდან გაღებული ხარჯები, სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, რამდენად მიზანმიმართულადაა დახარჯული ბენეფიციართა მხრიდან,  ამას ჯანდაცვის და სოციალურ  საკითხთა კომისია  შეისწავლის.

       სხდომაზე კენჭი ეყარა, ასევე შემდეგ საკითხებს :

        ადგილობრივი გადასახადების  შემოღების შესახებ.

    კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივი კომისიის შექმნის შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე.
    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის # 62 განკარგულებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების შემადგებლობების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.

      

      

     

    6 აგვისტო 2015

    ნანახია: 558 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი