{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • სვანმა მსმენელმა სპექტაკლი ,,მთების ბალადა“ სიყვარულით მიიღო

    31 ივლისს მესტიაში , მესტიის მუნიციპალიტეტის მიწვევით , რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა ლეგენდარული მთამსველელების- ალექსანდრა, სიმონ და ალიოშა ჯაფარიძეებისადმი მიძღვნილი სპექტაკლი "მთების ბალადა"  გამართა. სპექტაკლით მოხიბლული დარჩა მოწვეული საზოგადოება.

    გთავაზობთ სვანი ქალბატონის ლალი მარგიანის წერილს, რომელიც სპექტაკლით გამოწვეულ ემოციებს ეხება.

    ,,იმ საღამოს,2015 წლის ივლისის 31-ს, სვანეთის მუზეუმის დარბაზში ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის თეატრის დამაარსებლის,სცენარისტის და მსახიობის იზა ვეფხვაძის ,,მთების ბალადა’’ რამდენჯერმე შეწყდა. შეწყდა,რადგან  საზოგადოება ფეხზე  წამოდგომით  და მქუხარე აპლოდისმენტებით მადლიერებას გამოხატავდა ამ არაჩვეულებრივი  ქალბატონის მიმართ,რომელიც ლეგენდარული მთამსვლელების: ალექსანდრა,ალიოშა და სიმონ ჯაფარიძეების ისტორიას  საოცარი,გულშიჩამწვდომი ემოციით აცნობდა მსმენელს.

    დარბაზი სხვადასხვა თაობის მაყურებლით გადაჭედილიყო.ჩემი და ჩემზე უფროსი თაობისთვის ამ ლეგენდარული და-ძმების ისტორია არ იყო უცნობი,მაგრამ ასეთი რაკურსით,ემოციით გადმოცემულმა ცრემლი მომგვარა და მთელი სპექტაკლის განმავლობაში ვიცრემლებოდი. ბედნიერი ვიყავი,როცა ჩემმა თოთხმეტი წლის ძმისშვილმაც იგივე მითხრა,რადგან ამ თაობას სხვა ინტერესები და გემოვნება აქვს,ვიცით. და არა მარტო ჩვენ,ბევრისგან გავიგონე: ვიტირეო...

    სვანმა მსმენელმა ნამდვილად აღიარა იზა ვეფხვაძის უდაო ნიჭი და ქართველქალობა,რაც სპექტაკლის შემდგომ გამომსვლელთა სიტყვაში და ქცევაში აისახა.

    ...ძალიან ხშირად ვმადლობ უფალს ამქვეყნად მოვლინებისთვის,რომ მაზიარა სიცოცხლეს,სიყვარულს,სილამაზეს ამა ქვეყნისას და იმ საღამოს კიდევ ერთხელ აღვავლინე მადლობა უფლის მიმართ.დღემდე მომყვება ემოცია იმდღევანდელი. მე მოვიძიე და მოვისმინე სხვა სპექტაკლების ჩანაწერები და გადავწყვიტე,მიუხედავად იმისა,რომ უცხო ენის პედაგოგი ვარ,ჩემ მოსწავლეებს მოვასმენინო ,რომ მათ ამ სპექტაკლებით უფრო ღრმად გაიცნონ და დაიმახსოვრონ ვინ იყვნენ მოყვასისათვის შეწირულები,ვინ  იყვნენ გოდერძი ჩოხელი,რეზო თაბუკაშვილი, მერაბ კოსტავა....ვინ არის  დეკანოზი თავმასი ჩოხელი,რომლის ლექსებზე დაწერილ სიმღერებს მღერიან საქართველოში და მრავალსაუკუნოვანი ძმობა ებრაელ ხალხთან რატომ გვაკავშირებს.....

    ბედნიერია ხარაგაული,რომ ასეთი თეატრი არსებობს და ჰყავს იზა ვეფხვაძე,ქალი რომელიც სულით და გულით ქართველია,რომელიც იმ ქართველი ქალების გენის მატარებელია,ქართველობა რომ შეინარჩუნეს და აქამდე შემოგვინახეს ისტორია ქართლის ცხოვრებისა!

     თამამად გიხდით მადლობას ყველა იმ ადამიანის სახელით,ვინც 31 ივლისს სვანეთის მუზეუმის დარბაზში თქვენ ,,მთების ბალადას ’’ეზიარა . მადლობა,ქ-ნო იზა!

      

     

     

     

     

     

    6 აგვისტო 2015

    ნანახია: 469 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი