{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • 3 აგვისტოს ხარაგაულის მინიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა

     

     

        დღეს  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2015 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების შესახებ ინფორმაცია ცნობის სახით მიიღეს.   როგორც საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა,  2015 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის გაწეული ანგარიში, რომელიც 105,6 % შესრულდა, დადებითად შეფასდა.

        საკრებულოს სხდომაზე კენჭი ეყარა ასევე შემდეგ საკითხებს:

     ხარაგაულის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ეთერ კიკნაძის სახელობის ,,სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებისათვის“ სოფლის  საბავშვო ბაღების ქონების გადაცემის თაობაზე მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.

       ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  ბალანსზე  რიცხული სახანძრო-სამაშველო სამსახურის ლიკვიდაციის შემდგომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ-საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსათვის დროებით სარგებლობაში გადაცემული  უძრავ-მოძრავი ქონების  სახელმწიფოსთვის  საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.

       ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესისი დადგენის შესახებ.

        საკრებულოს სხდომაზე  ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ, საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა  გამოიწვია. დადგენილების მიხედვით, დაბა ხარაგაულისათვის მიწის ფასი  1 კვ.მ–ზე 7 ლარით და  10  თეთრით დადგინდა. მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის  კი არასასოფლო–სამეურნეო  დანიშნილების მიწის ნორმატიული ფასი  დაბა ხარაგაულისათვის დადგენილი ფასის 40 %–ით (2,84 ლარით) უნდა განსაზღვრულიყო.  საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავჯდომარემ  ვარლამ ჭიპაშვილმა დასვა საკითხი, რომ ეს ფასი  მინიმუმამდე, ანუ 30%–მდე დასულიყო. საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ამ მუხლს ცალკე უყარეს კენჭი  და ალტერნატიული წინადადება  მიიღეს.

     საკრებულოს სხდომაზე, ხარაგაულისმუნიციპალიტეტისსაკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N19 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე, იმსჯელეს.

     ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის კახა გოლუბიანის ინფორმაციით, რადგან 21 ივლისიდან ღორეშისა და ხევის საზოგადოებრივი ცენტრები გადავიდნენ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში,  4 საშტატო ადგილი გამოთავისუფლდა.  სოფელ ლეღვანში  ერთი საშტატო ერთეულის დამატებასითხოვენ. ასევე ცვლილება მოხდება ადმინისტრაციული სამსახურის კოორდინაციის განყოფილებაში. კიცხში, ლეღვანსა და დაბაში  მთავარი სპეციალისტის თანამდებობა დაემატება, ხოლო მოლითში და ვახანში – წამყვანი სპეციალისტის. ბორითში და ბაზალეთში უფროსი სპეციალისტის თანამდებობა, წამყვან სოეციალისტად გადაკეთდება. ცვლილება შეეხო, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურში უფროს სპეციალისტს, რომელიც მთავარი სპეციალისის თანამდებობას შეითავსებს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითხს რამდენიმე მოწინააღმდეგე ჰყავდა აღნიშნული საკითხი კენჭისყრაზე  მაინც გავიდა.

    სხდომაზე საკრებულოს თვჯდომარემ, ინგა მაღრაძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა. დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება საკრებულოს ანგარიშის განსაჯაროებაზე.  ბიუროს წევრებისა და საკრებულოს წევრების აზრით  უმჯობესი იქნება თუ, საკრებულო უფრო მეტად თვითკრიტიკული და ორგანიზებული იქნება. საკრებულოს მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში www.kharagauli.ge  და ,,ახალ ხარაგაულში" გამოქვეყნდება .

      

     

     

    3 აგვისტო 2015

    ნანახია: 674 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი