{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • 2015 წლის 3 აგვისტოს  საკრებულოს  სხდომის დღის წესრიგი დადგინდა

    20 ივლისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა. ბიუროს წევრებმა სხდომაზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის  3 აგვისტოს  სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელეს.  მათ, ასევე,  დამატებით რამდენიმე საკითხიც განიხილეს.  

         განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის  თავმჯდომარემ, მარინე ვეფხვაძემ, ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ სოფელ წყალაფორეთში არსებული ბიბლიოთეკა გამოთავისუფლებულ საბავშვო ბაღის შენობაში გადავა. ამჟამად, სოფლის ბიბლიოთეკა ერთ–ერთ ოჯახშია განთავსებული.

      ბიუროს სხდომაზე, საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ვარლამ ჭიპაშვილი საინვენტარიზაციო  კომისიის მუშობით დაინტერესდა. ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა,  როინ გელაშვილმა განაცხადა, რომ ქონების ინვენტარიზაცია  ჯერ მხოლოდ შვიდ ადმინისტრაციულ ერთეულშია  ჩატარებული, ხოლო მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით კომისია დასკვნას სექტემბერში დადებს.

         საბოლოოდ, ბიუროს სხდომაზე 2015 წლის 3 აგვისტოს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგს კენჭი ეყარა.  სხდომაზე შემდეგი საკითხები განიხილება:

    1.ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ

                                                                                 მომხს: ინგა მაღრაძე 

     

     

    2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2015 წლის

    ბიუჯეტის მეორეკვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების

    შესახებ ინფორმაცია                                                                                                                                                           

                                                                                მომხს: ვალდიმერ გელაშვილი

                                                                                                                                             

    3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ეთერ კიკნაძის სახელობის ,,სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებისათვის“სოფლის  საბავშვო ბაღების ქონების გადაცემის თაობაზე მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ

     

                                                                             მომხს: როინ გელაშვილი 

    4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  ბალანსზე  რიცხული სახანძრო-სამაშველო სამსახურის ლიკვიდაციის შემდგომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ-საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსათვის დროებით სარგებლობაში გადაცემული  უძრავ-  მოძრავი ქონების  სახელმწიფოსათვის  საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ

                                                                             მომხს: როინ გელაშვილი 

     

    5.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესისის დადგენის შესახებ

                                                                             მომხს: როინ გელაშვილი 

     

    6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.

                                                                            მომხს: როინ გელაშვილი 

     

    7. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების  მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების ამღიარებელი მუდმივი კომისიის თავმჯდომარისათვის სალაპარაკო ბარათების ხარჯის ანაზღაურების შესახებ.

                                                                         მომხს: ინგა მაღრაძე

    20 ივლისი 2015

    ნანახია: 553 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0794
    3.4908
    4.1791
    4.0259
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი