{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ,,კინოჩვენებები“ ასე ეწოდება პროექტს, რომელშიც ხარაგაულიც ჩაერთო

    ,,კინოჩვენებები“ - ასე ეწოდება პროექტს, რომლის პრეზენტაცია კულტურის სამინისტრომდა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა ერთობლივად გამართეს.  პროექტის პრეზენტაციას, კულტურის სამინისტროში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე პაატა გოგოლაძე და  კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე  ესწრებოდნენ. პროექტის ფარგლებში,  კინოჩვენებები, 23 ივლისიდან  საქართველოს 18 რეგიონში ერთდროულად დაიწყება. 2 თვის განმვალობაში ნაჩვენები იქნება საერთაშორისო ფესტივალებზე გამარჯვებული 8 ქართული ფილმი.

    პირველი ქართული ფილმის „კრედიტის ლიმიტის“ ჩვენება 23 ივლისს ხარაგაულის კინოთეატრში საღამოს 19 საათზე გაიმართება.

    2 თვის განმავლობაში ნაჩვენები იქნება შემდეგი ქართული ფილმები: „მანდარინები“, „გრძელი ნათელი დღეები“, „მე ვარ ბესო“, „პატარძლები“, „სიმინდის კუნძული“, „შემთხვევითი პაემნები“ და „ყარასტანში დაკარგული.“

    ხარაგაულში, კინოჩვენებები გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან რაიონის მასშტაბით 22 სოფელში მიმდინარეობდა. დღევანდელი კინოთეატრის შენობაში კი, პირველი კინოჩვენება 1959 წელს გაიმართა. ეს ის დროა, როცა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის, უმრავლეს სოფელში კინოკლუბი არსებობდა და კინოჩვენებები კვირაში ერთხელ მაინც იმართებოდა.

     

     

    20 ივლისი 2015

    ნანახია: 528 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0794
    3.4908
    4.1791
    4.0259
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი