{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • საქართველოდან საერთაშორისო სკაუტურ ბანაკში მონაწილეობას 25 სკაუტი მიიღებს

    ქალაქ სტამბულში 8-დან 18 ივლისის ჩათვლით საერთაშორისო სკაუტური ბანაკი გაიმართება. ბანაკში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის სკაუტურ ორგანიზაციასთან ერთად საქართველოს სკაუტური ორგანიზაციის წევრებიც მიიღებენ. სტამბოლში ხარაგაულიდან იმერეთის სკაუტური ორგანიზაციის უფროსი ლიდერი ბერიკა თურმანიძე და ორგანიზაციის წევრები ლადო მაღრაძე და მადონა შველიძე მიემგზავრებიან. პროექტს ორგანიზატორობას აჭარის სკაუტური ორგანიზაცია უწევს.

    სკაუტები 10 დღის განმავლობაში კარვებში საველე პირობებში იცხოვრებენ და  ქალაქ სტამბულის ღირშესანიშნაობებს დაათვალიერებენ. 

    პროექტის დამფინანსებელი თურქეთის სკაუტური ორგანიზაციაა. ხარაგაულელი სკაუტების მგზავრობის ხარჯები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

    ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის“ ინიციატივით ხარაგაულში სკაუტური ორგანიზაციის წარმომადგენლობა 2014 წელს დაფუძნდა. 

      

     

    7 ივლისი 2015

    ნანახია: 868 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი