{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი სპექტაკლით ,,დარისპანის გასაჭირი“ პრემიერისთვის ემზადება

    ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ხარაგაულის საზოგადოებას დ.კლდიაშვილის  პიესას „დარისპანის გასაჭირს“ წარუდგენს. სპექტაკლის  რეჟისორი კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე გახლავთ.

    ხარაგაულში „დარისპანის გასაჭირი“ პირველად 1990 წელს  ო.აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის დასთან ერთად დიმიტრი ბოგვერაძემ (მეუფე დოსითეოზმა) დადგა.  იმ დროისთვის  აღნიშნულმა სპექტაკლმა „საქართველოს სახალხო თეატრების ფესტივალზე“ გრან-პრი მოიპოვა.სპექტაკლი ასევე ნაჩვენები იქნა ლატვიაში  ,,საერთაშორისო  თეატრალურ ფესტივალზე“.

     29 მაისს, 25 წლის შემდეგ ხარაგაულის საზოგადოება  სპექტაკლს ახალი შემადგენლობით იხილავს. დავით კლდიაშვილის პიესა „დარისპანის გასაჭირი“ ქართულ დრამატურგიაში გამორჩეული ნაწარმოებია, ამიტომ ის მრავალგზის იდგმება ქართული თეატრების სცენაზე.

    ო.აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი სპექტაკლის  „დარისპანის გასაჭირის“ პრემიერას კინოთეტრში  29  მაისს გამართვას, ხოლო 5 ივნისს თეტრალური  დასი აღნიშნული სპექტაკლით ქალაქ ქუთაისში  ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო  თეატრში,  „იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე“  წარსდგება. 

     წარმატებებს  ვუსურვებთ ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრს.

       

       

     

    25 მაისი 2015

    ნანახია: 816 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0794
    3.4908
    4.1791
    4.0259
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი