{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი სპექტაკლით „თანამდევი სული“ ლატვიაში ქალაქ ლიმბაჟში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზეა მიწვეული

     

    ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი სპექტაკლით „თანამდევი სული“ ლატვიაში ქალაქ ლიმბაჟში  საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზეა მიწვეული.  თეატრის ტრანსპორტირებას ფესტივალზე ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო აფინანსებს. ჩინური კომპანია ხარაგაულში რკინიგზისა და გვირაბების მშენებლობის გრძელვადიან პროექტებს აფინანსებს. გარდა იმისა, რომ ისინი ხარაგაულში ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას უწყობენ ხელს, სურვილს გამოთქვამენ თავიანთი მოკრძალებული წვლილი ხარაგაულის კულტურის განვითარებაშიც შეიტანონ.  ბიუროს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და წარმომადგენლები, ხარაგაულს ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის დასის გასაცნობად 22 მაისს ესტუმრნენ. სპექტაკლის მოკლე ფრაგმენტის ჩვენება კონოთეატრში შედგა.  სპონსორებს ხარაგაულელი, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, შალვა ჩხეიძე მიესალმა და მათ სპექტაკლის მოკლე ისტორია ჩინურ ენაზე გააცნო.

    ჩვენების შემდეგ ჩვენ ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს ბატონ  შუი ლის გავესაუბრეთ.  „მინდა წარმატებები ვუსურვო ხარაგაულის თეატრს ლიმბაჟის საერთაშორისო ფესტივალზე. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ძალიან დიდი და კარგი ისტორია აქვს და ვაფასებთ ამას. ვიცით, რომ ეს სპექტაკლიც საქართველოს ისტორიის ნაწილია უახლესი წარსულიდან. ქართველები საკმაოდ განათლებული ხალხი ხართ, ამას ყველგან ვგრძნობთ. გულით ვუსურვებ მთელ დასს ფესტივალიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ.“

    ჩინელ სპონსორებს ხარაგაულის მიუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა უმასპინძლა: „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.ჩვენ მზად ვიყავით ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაგვეფინანსებინა თეატრის გასტროლი,თუმცა ვცდილობდით მოგვეპოვებინა  სპონსორი,დავუკავშირდით  ჩინურ მხარეს, რომლებიც ჩვენს შეთავაზებას ინტერესით შეხვდნენ. სასიამოვნოა, რომ  ისინი ხარაგაულის კულტურული ცხოვრების მიმართ ინტერესს და ყურადღებას იჩენენ.  დღეს ჩინური მხარე თატრალური დასის წევრებს პირადად გაეცვნენ,  ისინი მათთან თანამშრომლობას მომავალშიც გეგმავენ. მინდა მადლობა გადავუხადო ირინე ჩხეიძეს და მთელ თეატრალურ დასს, რადგან მათი დაუღალავი შრომითაა მოპოვებული თეატრის ყველა წარმატება.  მჯერა გამარჯვებულები დაბრუნდებიან. წარმატებები ვუსურვოთ.“   

    ჩინელი სპონსორები  ხარაგაულის თეატრს მხარდაჭერას  იმერეთის თეატრალურ ფესტივალზეც  გამოუცხადებენ  და  5 ივნისს  ქუთაისში სპექტაკლს ,,დარისპანის გასაჭირი“ დაესწრებიან.

      

      

     

     

     

     

    25 მაისი 2015

    ნანახია: 725 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0825
    3.4980
    4.1990
    4.0305
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი