{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • სპორტული შეჯიბრება „მხიარული სტარტები“ საჯარო სკოლის გუნდებს შორის დაიწყო


    ხარაგაულში 15 მაისიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის, სპორტული შეჯიბრი- „მხიარული სტარტები“ მიმდინარეობს. გუნდები, სამი ასაკობრივი ჯგუფისგან (8 -დან-11 წლამდე, 11-იდან 14 წლამდე და 14 დან-16 წლამდე მოსწავლეები) შედგება. თითოეული გუნდის შემადგენლობაში 9 გოგონა და 9 ვაჟია. ასევე -ერთი მასწავლებელი და მშობელი.
    ამ ეტაპზე „მხიარული სტარტების“ პირველი ტური დასრულებულია, რომელშიც მუნიციპალიტეტის 19 საჯარო სკოლის ცხრამეტი გუნდი მონაწილეობდა . პირველი ტურის შეჯიბრის შედეგად ჟიურიმ საუკეთესო ქულების მქონე 10 გუნდი გამოავლინა : ვერტყვიჭალის, დაბის N2 საჯარო სკოლის, ნადაბურის, მარელისის, ზვარის, ბაზალეთის, ვაშლევის, ხევის, ბორისა და კიცხის საჯარო სკოლის გუნდები. გამარჯვებული გუნდები „მხიარული სტარტების“ მეორე ტურში განაგრძნობენ თამაშს. შეჯიბრის ფინალური ეტაპი კი- სავარაუდოდ ივნისის შუა რიცხვებში გაიმართება. სადაც გამარჯვებულები გამოვლინდებიან და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
    სპორტული შეჯიბრის ,,მხიარული სტარტების“ ორგანიზატორი ხარაგაულის გამგეობის კულტურის,განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურია.
    „მხიარული სტარტების“ თამაშს აფასებს ჟიური, შემდეგი შემადგენლობით: ჟიურის თავმჯდომარე-ხათუნა ტაბატაძე, ( გამგეობის კულტურის სამსახურის სპეციალისტი ახალგაზრდულ საკითხებში) ჟურის წევრები: უჩა ცხადაძე-კულტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი სპორტის საკითხებში, დავით ჩადუნელი-უფროსი სპეციალისტი კულტურის საკითხებში, ლელა შარიქაძე-მთავარი სპეციალისტი განათლების საკითხებში, ლელა მაჭავარიანი-მთავრი სპეციალისტი ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში, ნინო ხარაძე-წამყვანი სპეციალისტი სპორტის საკითხებში, დავით კიკნაძე -ხარაგაულის საგანამანათლებლო რესურსცენტრის უფროსი და ვეფხია ღონღაძე- ა(ა)იპ „ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის“ პროგრამიების მენეჯერი, ხოლო სპორტულ თამაშებს უძღვება კულტურის ცენტრის თანამშრომელი გიორგი ჭიპაშვილი.
    შემდეგი თამაში ოთხშაბათს 27 მაისს გაიმართება, ერთმანეთს შეხვდებიან ნადაბურის, მარელისის და ზვარისა და ბაზალეთის საჯარო სკოლის გუნდები.
    „მხიარული სტარტების“ ჩატარება მიზნად ისახავს, მოზარდ თაობაში სპორტისა და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობას. ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

      

      

     

    25 მაისი 2015

    ნანახია: 496 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0794
    3.4908
    4.1791
    4.0259
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი