{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • სახელწოდებით ,,ვაგრძელებთ წარსულს“   ხალხური შემოქმედების სახლმა  ხარაგაულში კონცერტი გამართა

    ბევრი ემოცია, ტაში, სითბო, ქართული ეროვნული სულისკვეთება და დიდი სიყვარული-ასეთი ემოციებით დასრულდა 17 მაისს ხარაგაულის კინოთეატრში ხალხური შემოქმედების სახლის მიერ წარმოდგენილი ფოლკლორული კონცერტი - „ვაგრძელებთ წარსულს“. კონცერტში ხარაგაულის ა(ა)იპ ,,ხალხური შემოქმედების სახლის“ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „საუნჯე“ და ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „კახორი“ მონაწილეობდნენ. შემოქმედებით კონცერტზე, ,,კახორის“ ომახიან ხმებს „საუნჯის“ წკრიალა ხმები ენაცვლებოდნენ, მაყურებელთა მხრიდან ასევე ოვაციები დაიმსახურა ხალხურმა ცეკვებმა, დიდი მოწონება ხვდა წილად ზეპირსიტყვიერების წრის წევრების მიერ წარმოდგენილ კომპოზიციებს.
    ანსამბლები ,,საუნჯე“ და ,,კახორი“ ქართული ფოლკლორის სიყვარულით, ქალბატონი დალი მაღრაძის ძალისხმევითა და მონდომებით ჩამოყალიბდა. ლოტბარი მაია მაღრაძე გახლავთ, ქორეოგრაფი- რომან ბუაჩიძე, ხოლო ზეპირსიტყვიარებას თამარ ავალიშვილი აყვარებს ანსამბლის წევრებს.
    ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოფიციალური წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები: მუნიციპალიტეტის გამგებლი კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე.
    ამ დღეს „ხალხურის შემოქმედების სახლის“ შემოქმედების მიმართ, დიდი მოწონება გამოთქვეს, როგორც მოწვეულმა სტუმრებმა ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა:
    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის კობა ლურსმნაშვილის განცხადებით, ხარაგაულში ასეთ სახელგანთქმულ ანსამბლებს ადგილობრივი ხელისუფლებისგან უფრო მეტი ხელშეწყობა ექნებათ: „ხარაგაულში კულტურის სფერო წარმატებულია, რომელიც კიდევ უფრო მეტ ხელშეწყობას იმსახურებს, რათა მეტად წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები. სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს არ აქვს იმის ფუფუნება ფინანსურად სრულიად უზრუნველყოს კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფები. თუმცა ფოლკლორის განვითარებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მაქსიმალურად ვცდილობთ გამოვყოთ თანხები. ვფიქრობ, ჩვენი და ფოლკლორული ანსამბლების ხელმძღვანელების მცდელობები სახეზეა. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ხარაგაულში კულტურა წინ მიიწევს და ნამდვილად იმსახურებს ქებას. იმისათვის, რომ ჩვენი ფოლკლორი მომავალმა თაობებმა უკეთ შეისწავლონ ქორეოგრაფიული წრეები გავიტანეთ მოლითსა და ლეღვნის ადმინსტრაციულ ერთეულებში. ამ სოფლებში სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნება უფასოდ შეისწავლონ ქართული ცეკვების მრავალფეროვნება.
    აღსანიშნავია, რომ მომავალში ვგეგმავთ ზვარის ახალგაზრდული ბანაკის აღდგენას და დაბაში, ღია ესტრადის რეაბილიტციას. ასევე უახლოეს მომავალში დაბაში დასრულდება ახალი თანამედროვე ტიპის ბიბლიოთეკის მშენებლობა. ეს ყველაფერი კი იმისათვის კეთდება, რომ ჩვენ მომავალ თაობას შევუქმნათ შესაბამისი პირობები. გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებსაც ხელის შეწყობა სჭირდებათ “

    კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ აღნიშნა, რომ ხარაგაული გამორჩეულია თავისი კულტურული ტრადიციებით, მან გაიხსენა ქართული ფოლკლორის მოამაგე ივანე (ბიჭიკო) აბაშიძე და მის ღვაწლზე ისაუბრა. ქალბატონმა ირინემ წარმატებები უსურვა „კახორსა“ და „საუნჯეს“.
    ეთერ თათარაიძე (საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის -ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელი) მოხიბლული დარჩა კონცერტით: “ბედნიერებაა, რომ ხარაგაულში არის ასეთი მაღალი დონის ანსამბლი, სადაც ამდენი ახალგაზრდაა ჩართული. ფოლკლორი არის ჩვენი მომავალი, რომელსაც სჭირდება ზრუნვა, რათა შევუნახოთ და უცვლელად გადავცეთ ჩვენ მომავალ თაობებს.“
    როსტომ ჩხეიძე(ისტორიკოსი) : ასეთ ღონისძიებას თავდადებული შრომა სჭირდება. დღეს მოვუსმინეთ ბუნებრივად აჟღერებულ ჰანგებს, რომლებიც ნამდვილად არ უნდა დაიკარგოს. დიდი მადლობა, რომ მომავალ თაობებს აზიარებთ ქართული ფოლკლორის სიყვარულს, რომლებმაც ჩვენი დიდი კულტურა უნდა გადაარჩინოს.“
    დალი მაღრაძემ მადლობა გადაუხადა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს თანაგომისათვის, ხოლო პედაგოგებს იმ შრომისათვის, რომელსაც ისინი ახალგაზრდა თაობის აღზრდისთვის გასცემენ.

       

      

    18 მაისი 2015

    ნანახია: 493 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0794
    3.4908
    4.1791
    4.0259
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი