{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • 11 მაისს ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები“ ხარაგაულს ესტუმრება

    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში თანამედროვე ქართველი მწერლების 5 კაციანი მობილური ჯგუფი  იმერეთს ესტუმრება. ჯგუფის შემადგენლობაში არიან: გიორგი არაბული, გიორგი კაკაბაძე, ცირა ყურაშვილი, შაკო ბაკურაძე, შორენა ლებანიძე. ჯგუფს თან ახლავს ასევე, პროექტის ავტორი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე.

    „ცოცხალი წიგნები“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტია და გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში თანამედროვე მწერლების სტუმრობას და მკითხველთან შეხვედრას. პროექტის ფარგლებში ეწყობა პოეზიის საღამოები და იმართება დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე.

    მწერლები სტუმრობენ რეგიონის საპატიო, ხანდაზმულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ბაშვთა სახლებს, საჯარისო-სამხედრო ნაწილებს, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებს. შეხვედრები იმართება არაქართულენოვან მოსახლეობასთანაც. რეგიონებში ვიზიტისას, მწერლები ასევე ზრუნავენ ნიჭიერი ადგილობრივი შემოქმედების გამოვლენაზე.

    პროექტში აქტიურად არის ჩართული საგამომცემლო სექტორიც. ეწყობა ლოკალური წიგნის ბაზრობები - მწერლები თავად გვევლინებიან გამავრცელებლების როლში. თავიანთ საავტორო წიგნებთან ერთად, ისინი პოპულარიზაციას უწევენ კოლეგების შემოქმედებასაც. რეგიონებში ვიზიტის პერიოდში, მწერლები აწარმოებენ დღიურებს და ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც, პროექტის დასრულების შემდეგ გამოიცემა წიგნი „მწერლის დღიურები“.

    პროექტი 4 ეტაპად ხორციელდება; წლის განმავლობაში, მასში მონაწილეობასსულ 75 მწერალი მიიღებს.

     

    9 მაისი 2015

    ნანახია: 563 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0825
    3.4980
    4.1990
    4.0305
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი