{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის საბავშო ბიბლიოთეკაში ბავშვებს  ზღაპარი „წუნა და წრუწუნა“ წაუკითხეს

    ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის საბავშო განყოფილებაში უკვე რამდენიმე თვეა ხორციელდება პროექტი „ვინ წამიკითხავს ზღაპარს”. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 6-იდან 10 წლამდე ბავშვებს  ზღაპრებს მათი სურვილის მიხედვით,  სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და თანამდებობის პირები უკითხავენ.

     7 მაისს,  პატარებს,  მორიგი ზღაპარი-  „წუნა და წრუწუნა“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ,  მარინე ვეფხვაძემ წაუკითხა. ზღაპრის კითხვის პროცესი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა ბიბლიოთეკის თანამშრომლების მიერ შედგენილმა კროსვორდმა.

    დასასრულს,ბავშვებმა ნახეს მულტფილმი ,,წუნა და წრუწუნა".

     ღონისძიება საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

     

     

    7 მაისი 2015

    ნანახია: 1145 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი