{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • სამუსიკო სკოლის მოსწავლეები კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურს ფესტივალში  „მომავლის ვარსკვლავები“ მიიღებენ მონაწილეობას 

    შ. ბუაჩიძის სახელობის  სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა. სამუსიკო სკოლის პედაგოგების ხათუნა მაჭავარიანისა და დარეჯან გვაძაბიას  მოსწავლეები მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ და  ცნობილი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების მიერ შექმნილი ნაწარმოებები შეასრულეს. მაყურებელთა მოწონება დაიმსახურა ფორტეპიანოსა და ვიოლინოს(პედაგოგი ჩიმაკიძე) აკომპანიმენტით აჟღერებულმა მუსიკალურმა ნოტებმა.

    სამუსიკო სკოლის დირექტორმა ლალი ალექსიძემ აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით სამუსიკო სკოლამ შეიძინა ახალი როიალი, მან მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს ყურადღებისა და გვერდში დგომისათვის. ქალბატონმა ლალიმ ასევე დამსწრე საზოგადოებას სამუსიკო სკოლის მოსწავლეების წარმატებები გააცნო: „ ჩვენი სკოლის მოსწავლე სალომე მაჭავარიანი გასულ წელს მოსწავლეთა რესპუბლიკურ საფორტეპიანო კონკურსში „შემოდგომის ჭიათურა“ წარმატებული მონაწილეობისათვის   დიპლომით  დაჯილდოვდა.  ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენი მოსწავლეები სალომე მაჭავარიანი, ანა მაჭავარიანი და სალომე კვირიკაშვილი კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალში „მომავლის ვარსკვლავები“ მიიღებენ მონაწილეობას. მათ კონკურსის რამდენიმე ეტაპი წარმატებით გადალახეს და მაისის შუა რიცხვებში  კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაუკრავენ “- აღნიშნა ლალი ალექსიძემ.

     

      

     

    5 მაისი 2015

    ნანახია: 959 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი