{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • გამგეობის  ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის  და  შიდა აუდიტისა და მონიტორინგის  სამსახურის ანგარიში საკრებულომ დადებითად შეაფასა

    4 მაისს ხარაგაულის მუნიციპლიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს.

    დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა საკმაოდ დაძაბულ გარემოში მიმდინარეობდა. ურთიერთშელაპარაკება მოხდა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს ვარლამ ჭიპაშვილსა და სხდომაზე მყოფ   ნაციონალური მოძრაობის აქტიურ მხარდამჭერებს შორის. როგორც ვარლამ ჭიპაშვილმა განაცხადა ნაციონალების მხარდამჭერმა, ჯაბა ჭყოიძემ შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართ მას, რის გამოც სხდომის მიმდინარეობა დროებით შეჩერდა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასწარი მოკვლევა.

    სხდომაზე ანგარიში წარმოადგინა გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ბესარიონ ჭიპაშვილმა. მისი ინფორმაციით,  შპს „ხარაგაული2011“-ს, ა(ა)იპ„ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალურ ცენტრს, „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრისა“და ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელა 2009-ს“ აუდიტორული შემოწმება ჩაუტარდა.  წარმოდგენილ ანგარიშში დეტალურადაა  ასახული, ის დარღვევები, რომლებიც აღნიშნულ დაწესებულებებში აღმოჩნდა

    გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ წარმოდგენილ ანგარიშთან დაკავშირებით  თავისი მოსაზრება დააფიქსირა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა. მისი განცახდებით, შიდა აუდიტის დასკვნიდან გამომდინარე 2013 წელს,  შპს „ხარაგაული 2011“- ს სერიოზული ხარვეზები  აქვს, რომელზეც  აუცილებელია მოხდეს  შესაბამისი რეაგირება და დადგეს  ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი „ჩემი დიდი  ყურადღება მიიქცია და სერიოზული კითხვები გამიჩნდა  შპს „ხარაგაული 2011“-ის მიმართ. ანგარიშის მიხედვით 2013 წელს  შპს „ხარაგაული 2011“-ს  საწარმოო ქონების წლიურ დეკლარაციაში ნაჩვენები აქვს ნარჩენი ღირებულება-104 036 ლარი, რაზეც ქონების გადასახდის სახით დარიცხულია-1040 ლარი, მაშინ როცა ნარჩენი ღირებულება უნდა შეადგენდეს 143561 ლარს, ხოლო ქონების გადასახადის სახით დარიცხული უნდა იყოს 1435 ლარი. ვფიქრობ  ქონების გადასახადი იყო დამალული. ვითხოვ ამ ფაქტზე აღმასრულებელმა ხელისუფლებამ  გაამახვილოს ყურადღება და თუ ეს  სიმართლე აღმოჩნდება, მაშინ იმ პერიოდის ხელმძღვანელი  პირების პასუხისმგებლობის საკითხი  დადგეს,  ასევე უნდა დაიწყოს მოკვლევა თუ რა მიზეზებით არის გამოწვეული ტექნიკის დაზიანება, რომელიც აღნიშნულ შპს-ს დაქვემდებარებაში იმყოფებოდა“  .

    სხდომაზე საკრებულოს წევრი, ჯამბულ გამცემლიძე დაინტერესდა, გამოვლინდა თუ არა დარღვევები  სხვა შემოწმებულ ა(ა)იპ-ებში და ძირითადად რა სახის დარღვევები იყო ეს.

    ბესარიონ ჭიპაშვილის განცხადებით ხარვეზები სხვა დაწესებულებებშიც აღმოჩნდა, ძირითადად საქმის წარმოების, შესყიდვების და  ფუნქციათა გადანაწილების მიმართულებებით. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყველა ორგანიზაციაში აღნიშნული დარღვევები აღმოფხვრილია.

    საკრებულოს თავმჯდომარემ ინგა მაღრაძემ აღნიშნა, რომ რეგულალურად უნდა ხდებოდეს იმ სპეციალისტების გადამზადება, რომლებიც შესყიდვების მიმართულებით მუშაოებენ  ა(ა)იპ-ებსა თუ დაწესებულებებში.

    ჯანდაცვის  და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, გივი თხელიძემ აღნიშნა, რომ გამგეობაში შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური ახალი შექმნილია და წარმატებით მუშაობს. მისი თქმით, აღნიშნული სამსახურის დახმარებით ბევრი დაწესებულების ფუნქციონირება სამართლებრივად გამართული იქნება.

     

    სხდომაზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის ანაგარიში წარმოადგინა სოციალური დაცვის განყოფილების უფროსმა ალექსანდრე ტაბატაძემ.

    მან ასევე დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ.

    ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“  წევრმა ქეთევან ზუმბაძემ   აღნიშნა, რომ  2014 წელს მხოლოდ ორი საპატიო ხარაგაულელს გადაეცა ფულადი ჯილდო -1000 ლარის ოდენობით,ის დაინტერესდა რა კრიტერიუმებით შეირჩა  მხოლოდ ორი პიროვნება და რატომ არ მოხდა სხვა  საპატიო ხარაგაულელების დაჯილდოება. „როდესაც საპატიო ხარაგაულელს 1000 ლარი მივეცით და შშმ-ბავშვებზე მხოლოდ 50 ლარიანი დახმარება გაიცა , შესაძლებელი იყო ამხელა სხვაობა დაგვებალანსებინა“აღნიშნა  მან . მოლითის მაჟორიტარი დეპუტატის ბესიკ ფოცხვერაშვილის განცხადებით შშმ ბავშვებზე     სახელმწიფო პროგრამებიდან სხვადასხვა სახის დახმარებები გაიცემა.ალექსანდრე ტაბატაძის განცხადებით, საპატიო ხარაგაულელის წოდების მქონე პირთა დაჯილდოება ეტაპობრივად მოხდება .

    ჯამბულ გამცემლიძემ აღნიშნა, რომ რაიონში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით კარგი იქნება მესამე შვილის შეძენის შემთხვევაში სამასი ლარზე მეტი იყოს გათვალსწინებული.

    ამასთან დაკავშირებით ინგა მაღრაძემ განმარტა, რომ ოჯახში მესამე შვილის შეძენის შემთხვევაში სახელმწიფო ყოველთვიურად ფიქსირებულ თანხას 150 ლარს ურიცხავს ოჯახს.

    ჯამბულ გამცემლიძის ინიციატივას გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე  ვარლამ (ტატო) თავაზარაშვილი: „ბოლო წლებში, ჯანდაცვისა და სოცალური მიმართულებებით საკამაოდ წარმატებული ნაბიჯები გადაიდგა, თითქმის  არ რჩება ადამიანი ვინც ვერ სარგებლობს სახელმწიფო პროგრამებით.  დამატებით ადგილობრივი ხელისუფლებიდანაც გაიცემა თანხები სხვადასხვა სახის დახმარების სახით, ეს არის კარგი პრეცედენტი.  სახელმწიფო მესამე შვილის შეძენის შემთხვევაში ყოველთვიურად ურიცხავს თანხას ოჯახს. ასევე, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით კარგი იდეა  გააჟღერა პრემიერმა.  მაღალმთიან რეგიონებში ქორწინების შემთხვევაში 10 ათას ლარი გადაეცემა ახალ შექმნილ ოჯახს და  ეს,  ჩვენი რაიონის  რამდენიმე სოფელს შეეხება.“

     საკრებულოს წევრის კობა გოგსაძის თქმით, სახელმწიფო  პროგრამა პირველი შვილის შეძენის შემთხვევაში  რაიმე სახის დახმარების გაცემას არ ითვალისწინებს, ხოლო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან  მწირი დაფინანსება გაიცემა. მისი აზრით, ამ მიმართულებით საჭიროა ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეიმუშაოს პროგრამა, რადგან არის  ოჯახები, რომელსაც ძალიან უჭირთ, განსაკუთრებით კი მაშინ,  თუ ბავშვი ხელოვნური კვებაზეა.

    ინგა მაღრაძემ აღნიშნა, რომ ასეთ ოჯახებს   კრიზისული მართვის პროგრამა ეხმარება.

    ამავე სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ ახლად გახსნილი ამბულატორია არ ფუნქციონირებს და რამდენიმე დღის წინ ტრაფალეტურად მოხდა ამბულატორიის გახსნა, რომელსაც ქვეყნის პრემიერ მინისტრი და  ჯანდაცვის მინისტრი ესწრებოდნენ.

    აღნიშნულ ბრალდებას დეპუტატმა აზა ფურცელაძემ გასცა პასუხი: „შენობა მოწესრიგებულია და შესაბამისად აღჭურვილია ახალი ინვენტარით. არის მხოლოდ სპეციალისტების პრობლემა. ჩვენი სპეციალისტები ბორითის გადაუდებელ და კატასტროფისა ცენტრში გადიან პრაქტიკას, ისინი ისწავლიან ახალ აპარატურასთან მუშაობას, რის შემდეგაც გადავალთ ახალ ამბულატორიაში.“

      

    5 მაისი 2015

    ნანახია: 1201 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი