{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • დაბის ადმინისტრაციული ერთეული ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?“ გამარჯვებული გახდა

    4 მაისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის  საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ინტელექტუალური თამაშის „რა, სად, როდის"ფინალური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ინტელექტუალებს შორის ხარაგაულის კინოთეატრის ფოიეში ჩატარდა. ერთმანეთს  მოლითის, ხუნევის, კიცხის და დაბის ადმინისტრაციული ერთეულები შეხვდნენ. ყველაზე საუკეთესო შედეგი  დაბის გუნდმა აჩვენა, რომელმაც ერთი ქულით აჯობა მოლითის გუნდს და  თამაშის გამარჯვებული გახდა.

    ინტელექტუალური თამაში ,,რა ? სად? როდის?“ ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის  4 აპრილს დაიწყო, თამაშში 17 ადმინისტრაციული ერთეული ჩაერთო.

    გამარჯვებულებს სამახსოვრო სიგელები და  საჩუქრები  გამგებლის პირველმა მოადგილემ პაატა გოგოლაძემ, კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის  საქმეთა სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ და თამაშის წამყვანმა დავით ჩადუნელმა გადასცა.

      

       

     

    4 მაისი 2015

    ნანახია: 1381 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0794
    3.4908
    4.1791
    4.0259
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი