{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • მუნიციპალიტეტის გამგებელი გულთბილად  მიესალმა და  მადლობა გადაუხადა თეატრის რეჟისორს ირინე ჩხეიძეს და  სპექტაკლის მონაწილეებს

    დღეს  მაყურებელთა თხოვნით, ხარაგაულის კინოთეატრში საბავშვო სპექტაკლი ,,სათაგური” კიდევ ერთხელ  იქნა ნაჩვენები  .  სპექტაკლს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი  ხარაგაულის  N1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან,მათ მშობლებთან და აღმზრდელ-პედაგოგებთან  ერთად  დაესწრო.   სპექტაკლი ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებულმა „ ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა“ წარმოადგინა. სპექტაკლის რეჟისორი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე გახლავთ.

    მუნიციპალიტეტის გამგებელი გულთბილად  მიესალმა და  მადლობა გადაუხადა თეატრის რეჟისორს ირინე ჩხეიძეს და  სპექტაკლის მონაწილეებს.

    კობა ლურსმანაშვილი:  „გახარებული და ბედნიერი  ვარ ასეთი კარგი სპექტაკლის ნახვით. როგორც ვიცით, თეატრმა  თბილისში ჩატარებულ მოსწავლეთა და სტუდენტთა ფესტივალზე წარმატებას მიაღწია.  სასიხარულოა, რომ ხარაგაულში ასეთი კარგი, ნიჭიერი და გამორჩეული მომავალი თაობა იზრდება.   ეს წარმატება ირინე ჩხეიძის დამსახურებაა. ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ხარაგაულის კულტურის სფეროს წარმომადგენელები ფესტივალებიდან ყოველთვის გამარჯვებულები, პრიზებით, ჯილდოებით ხელდამშვენებულები ბრუნდებიან. კარგად ვიცით, ამისთვის თუ რაოდენ დიდი შრომაა საჭირო. ისეთ წარმატებებს, როგორიც ხარაგაულს კულტურის სფეროში აქვს ალბათ ყველა მუნიციპალიტეტი ისურვებდა. მინდა ყოველივე ამისათვის მადლობა გადავუხადო ხარაგაულის კულტურის სფეროს მესვეურებს“ - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.

     

      

     

     

     

     

    22 აპრილი 2015

    ნანახია: 433 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი