{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  აუდიტის სამსახურის უფროსმა  ა(ა)იპ-ებში  არსებულ დარღვევებზე ისაუბრა

    20  აპრილს  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. ბიუროს წევრებმა   გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ანგარიში განიხილეს, რომელიც სამსახურის უფროსმა ბესარიონ ჭიპაშვილმა წარმოადგინა.

     ბესარიონ ჭიპაშვილის ინფორმაციით, სამსახურმა 2014 წლის   ოქტომბერში შპს „ხარაგაული-2011-“-ს ჩაუტარა  აუდიტორული  შემოწმება.  აუდიტორული შემოწმება მოიცავდა  2013 წელს 1 იანვრიდან 2014 წლის 10  იანვრამდე პერიოდს .  ანგარიშში აღნიშნულია, რომ შპს „ხარაგაული 2011-ს“ არ ჰქონდა ინვენტარიზაცია ჩატარებული. დარღვევები იქნა აღმოჩენილი საბუღალტრო აღრიცხვასა და ანაგარიშგებაში,  ასევე  საკანცელარიო  საქმისწარმოებასა და სახელმწიფო შესყიდვებში.

    სამსახურის მიერ მოხდა სამი ა(ა)იპ-ის შემოწმება: ა(ა)იპ „ხარაგაულის  სპორტის განვითარებისა  და მართვის  მუნიციპალური ცენტრის“, „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრისა“და ა(ა)იპ  საფეხბურთო კლუბ  „ჩხერიმელა 2009-ს“.

    ბესარიონ ჭიპაშვილის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით  ოთხივე დაწესებულებაში აღმოჩენილია სხვადასხვა სახის დარღვევები. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურმა აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციები გასცა,  რომელიც ამ ეტაპზე ორგანიზაციების მიერ გათვალისწინებულია.

    ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის ანგარიში, რომელიც ამავე სამსახურის უფროსმა ნანა კიკნაძემ წარმოადგინა.

    სხდომაზე აღინიშნა, რომ რამოდენიმე სოფელში  ექიმების და ექთნების დამატებაა საჭირო, ზოგ სოფელში კი ექიმი საერთოდ არ არის.  აღნიშნულთან დაკავშირებით ნანა კიკნაძემ განაცხადა, რომ სოფლებში მედპერსონალის დამატება მნიშვნელოვანია, ამიტომ ამ პრობლემის მოგვარების მიზნით სათანადო უწყებებში გაგზავნილია წერილი. თუმცა ხარაგაულში ექიმის კვალიფიკაციის მქონე ადამიანები ძალიან ცოტაა.

    ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი. აღნიშნულ საკითხს კომისიები შეისწავლიან.

    ბიუროს წევრებმა დადებითი შეფასება მისცეს აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის  9 აპრილის ქუჩა  N19 მდებარე  9.24 კვმ. ფართის უსასყიდლო უზურფრუქტის წესით  გადაცემის საკითხს, ასევე კინოთეატრის შენობის უსასყიდლო უზურფრუქტის წესით გადაცემის ხელშეკრულების გაგრძელებას ა(ა)იპ „კულტურის ცენტრთან“.

    აღნიშნულ საკითხებს კომისიები შეისწავლიან და 4 მაისის საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ დასამტკიცებლად.

     

     

    21 აპრილი 2015

    ნანახია: 485 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0825
    3.4980
    4.1990
    4.0305
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი