{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ,,ინტელექტის დღის“ გამარჯვებული,  წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის გუნდი გახდა 


    ხარაგაულში 18 აპრილს „ინტელექტის დღესთან“ დაკავშირებით ხარაგაულის №2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შორის  ინტელექტუალური თამაში  „რა? სად? როდის?“გაიმართა.  ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტის 19 საჯარო სკოლის გუნდი იღებდა მონაწილეობას. გუნდებმა სულ 24 შეკითხვას უპასუხეს, საკუთესო შედეგი კი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის  სასულიერო გიმნაზიამ აჩვენა.  გამარჯვებულები 10 მაისს თბილისში ფინალურ თამაშში მიიღებენ მონაწილეობას.

    პროექტის ,,  ინტელექტის დღე" ორგანიზატორები არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და ახალაგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ინტელექტ კლუბი“რა? სად? როდის?“ . „ინტელექტის დღე 2015“-ი მთელი საქართველოს მასშტაბით აღინიშნა.

     

     

    20 აპრილი 2015

    ნანახია: 1026 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0825
    3.4980
    4.1990
    4.0305
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი