{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • შენიშვნების გაუთვალისწინებლობის  შემთხვევაში, შესაძლოა  ა(ა)იპ ,,სათნოების სახლის“ დირექტორის განთავისუფლების საკითხი დადგეს  

     

     

    13 აპრილს  მუნიციპალიტეტის  გამგებელმა, კობა ლურსმანაშვილმა, გამგებლის მოადგილეებთან ( პაატა გოგოლაძე, დავით დევდარიანი, თემურ ჩხეიძე),  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის  უფროსთან ვლადიმერ გელაშვილთან,  ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსთან  ნანა კიკნაძესთან,  გამგეობის აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებთან და ა(ა)იპ ,,სათნოების სახლის“  დირექტორთან მაკა შველიძესთან თათბირი გამართა.  თათბირზე   მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ა(ა)იპ ,,სათნოების სახლში“ აუდიტის შემოწმების შედეგად   გამოვლენილ  დარღვევებზე გაამახვილა  ყურადღება .    მისივე ინფორმაციით, რამდენიმე ხნის წინ  გამგეობის აუდიტის  სამსახურის მიერ  შემოწმებულ იქნა ,,სათნოების სახლი“, სადაც შესყიდვების მიმართულებით  გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა.  შენიშვნები იყო   ბენეფიციართა  მომსახურების აღრიცხვიანობის მოწესრიგების კუთხითაც.

    მუნიციპალიტეტის   გამგებელმა ჯანდაცვისა და სოციალურ სამსახურის უფროსს ნანა კიკნაძეს მისცა დავალება,     განახორციელონ  მონიტორინგი    ,,სათნოების სახლზე“,   შეისწავლონ    იქ არსებული ვითარება,    გადახედონ  კვების რაციონს     და  დადგინონ, ბენეფიციართა მოთხოვნების შესაბამისად ,   რამდენად შეესაბამება იგი დღევანდელ  სტანდარტებს.   

    შეხვედრაზე კობა ლურსმანაშვილმა,  აქცენტი გააკეთა  სამსახურებში თანამშორმელთა დასწრებაზე და მასზე  ზედამხედველობა  გამგეობის აუდიტის სამსახურს დაავალა.

     ,, აუდიტის სამსახურის მიერ  განხორციელდეს მკაცრი   კონტროლი თანამშრომელთა სამსახურში დასწრებაზე, არა მარტო ,,სათნოების სახლში“, არამედ  ყველა ა(ა)იპ-სა  და გამგეობის სამსახურებში.   სამუშაო საათების გაცდენის შემთხვევაში  დასაქმებულებზე  გარკვეული ღონისძიებები გატარდება.  არიან ადამიანები,რომლებიც   ერთდროულად სხვადასხვა სამსახურში  მუშაობენ და პრაქტიკულად მათზე დაკისრებულ  უფლება-მოვალეობებს არაჯეროვნად ასრულებენ.   ამიტომ ასეთი კადრების  საკითხი გადაიხედება“- აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა

    ბატონმა  კობამ  ასევე     ,,სათნოების სახლს“  მოსთხოვა,  დაუყონებლივ  მოიყვანოს შესაბამისობაში   მთავრობის   N422 განკარგულება  - საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.   

    საუბრის დასასრულს,  მუნიციპალიტეტის გამგებელმა აღნიშნა, რომ თუ   ა(ა)იპ  ,,სათნოების სახლის“  მიერ    თვის ბოლომდე არ იქნება გათვალისწინებული  გამოთქმული შენიშვნები,  სამსახურის  ხელმძღვანელის განთავისუფლების საკითხი დადგება.  

    ზოგადი კონტროლი აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში   სფეროს კურატოროს, გამგებლის მოადგილეს თემურ ჩხეიძეს,  დაევალა.

     

     

     

     

     

    14 აპრილი 2015

    ნანახია: 1012 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0825
    3.4980
    4.1990
    4.0305
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი