{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულში  9 აპრილს  ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის დაღუპული გმირები გაიხსენეს

     

    დღეს, 9 აპრილის სკვერში ხარაგაულის საზოგადოებამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. 

    26 წლის წინ ამ ავბედით დღეს,საქართველოს დამოუკიდებლობას  21 ადამიანი შეეწირა, რომელთა შორის  უმეტესობა ქალი იყო. დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილები და  დაუდგენელი ქიმიური  ნივთიერებით მოწამლული 2000-მდე მომიტინგე.  1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერა, როგორც ტრაგედიის,  ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

    9 აპრილის მემორიალთან  შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ,  მუნიციპალიტეტის გამგებელმა  კობა ლურსმნაშვილმა, გამგებლის მრჩეველმა გივი თავზარაშვილმა და კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილი, რომელსაც დიდი ტრაგედია და ასევე დიდი  გამარჯვება მოჰყვა.

    კობა ლურსმანაშვილი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი): „დღევანდელი დღე,  საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის დღე , როცა ქართველი ერი   საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ერთი იდეის გარშემო გაერთიანდა. ის ადამიანები, რომლებიც  9 აპრილს დაიღუპნენ, საქართველოს დამოუკიდებლობას შეეწირნენ. აღსანიშნავია, რომ დაღუპულთა შორის უმეტესობა ქალბატონი იყო,მათ შორის გახლდათ ხარაგაულელი ელისო ჭიპაშვილიც.საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სახელები სანთლებად უნდა გვენთოს.  ვფიქრობ, რომ მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს მათ შესახებ. სწორედ ამიტომ, მომავალი 9 აპრილისთვის,  მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ამ სკვერში მემორიალური დაფა გაკეთდეს. ქართველი ერი  არასოდეს შეეგუება თავისუფლების დაკარგვას.   ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ცხოვრება ამტკიცებს, რომ ქართველი კაცი მუდამ იბრძოლებს საკუთარი თვითმყოფადობისთვის.უფალმა აჩუქოს და აღუზარდოს, საქართველოს მრავალი თავდადებული ქალ–ვაჟი, რომლებიც ასევე გააგრძელებენ  იმ დიდი ბრძოლის გზას, რომელიც აქამდე მოიტანეს ჩვენმა დიდმა წინაპრებმა. უფალმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა.“

    ნოდარ ებანოიძე(ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი): ,,1989 წლის 9 აპრილიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა.  ეს დღე ყოველთვის მძიმე დღედ დარჩება  საქართველოს ისტორიაში, 9 აპრილს მიტინგზე შეკრებილი მონაწილეები თავისუფალ სამყაროზე, ევროპულ ღირებულებებზე, ღირსებებზე საუბრობდნენ.მაშინ  ევროპისაკენ სწრაფვის იდეით ვიყავით ყველა გაერთიანებული, თუმცა 26 წელი სამკმარისი ვერ აღმოჩნდა  ახალ სამყაროში შევსულიყავით . ვისურვებდი, რომ 9 აპრილის მსგავსი ტრაგედიები საქართველოში აღარ მომხდარიყოს და ახალგაზრდების ენერგია განათლებაში, ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში დაიხარჯოს.  ვიმედოვნებ, რომ ავაშენებთ ქვეყანას, სადაც ადამიანი თავისუფალია, სადაც ადამიანური ღირებულებები  მთავარია, რისთვისაც   ჩვენმა ახალგაზრდებმა თავი გასწირეს.  სწორედ ასეთი  ნაბიჯებით შეგვიძლია ჩვენ პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას. სწორედ მაშინ იქნება ამ იდეებისათვის შეწირულ ადამიანებზე პატივი მიგებული.

     გივი თავზარაშვილი (გამგებლის თანაშემწე) : ,,9 აპრილი, შემზარავი ტრაგედიით, თავისი სისხლიანი კვალით არასოდეს დაავიწყდება საქართველოს.  მაშინდელი ჩვენი ერთიანობა და სულისკვეთება დღესაც გვძლევს ძალას, არა მარტო მე, არამედ მთელ საქართველოს. საბჭოთა ჯარისკაცებმა თავიანთი იერიში და აგრესია ქალებზე მიიტანეს, რათა ამით კიდევ უფრო შეელახათ ქართველი მამაკაცის ღირსება. 9 აპრილი მთელმა ქვეყანამ იგრძნო, ყველა ქართველს ეტკინა. იყო საშინელი სიჩუმე, დაბნეული ხალხი, პასუხგაუცემელი კითხვები, პიკის საათი. მაგრამ მიუხედავად ამისა,  ჩემი აზრით, ეს დღე არამარტო ტკივილის, არამედ ამაღლებული განწყობის დღეა. სიმბოლურია, რომ იმ ავადსასხსენებლი დღიდან, ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა.“

     

    9 აპრილი 2015

    ნანახია: 509 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.1279
    3.5414
    4.1623
    4.2290
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი