{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • საქართველოს პრემიერმინისტრის დადგენილება

     სტუდენტებზე, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ,( სოციალური პროგრამის ფარგლებში)  სახელმწიფო ბიუჯეტიდან  2 520 000 ლარი გამოიყო.  ამ თანხიდან  1 920 000 ლარი  2016 წელს  ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტებზეა გათვალისწინებულია, ხოლო დანარჩენი - 600 000 ლარი კი,  2014 და 2015 წლების ერთიან ეროვნულ გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტებზე გადანაწილდება .

    სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს სტუდენტმა თუ იგი  ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობს  უმაღლესი საგანამანათლებლო   დაწესებულების აკრედიტებულ  უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამაზე და ვერ მოიპოვა გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვა გრანტის ნაწილობრივი ოდენობა.

    საქართველოს მთავრობის დადგენილებით 1 920 000  ლარი გაიცემა, სტუდენტთა შემდეგ კატეგორიებზე:

    დაფინასებას მიიღებს :

    - 206 სტუდენტი, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდა  და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღო მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

    - 170 სტუდენტი, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში  სწავლობდა და მიიღო სრული ზოგადი განათლება. ასევე სტუდენტებზე რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე, ბოლო ერთი წლის  განმავლობაში, სწავლობდნენ ოკუპირებულ  ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დოკუმენტი მიიღეს  ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ.

    რაც შეეხება 600 000 ლარს - გადაეცემათ სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან  სოციალურად დაუცველი ოჯახების  მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს 2014 და 2015 წლების ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.

    სტუდენტები, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონებში არსებულ ზოგადსაგანამანათლებლო დაწსესებულებებში, სოცილაური პროგრამის ფარგლებში გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში  ან შესაბამისი ტერიტორიულ ორგანოში უნდა წარმოადგინონ: 1 განცხადება, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

    სტუდენტი, რომელიც  არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები, სასწავლო გრანტის დაფინანსების მოსაპოვებლად უდა წარმოადგინოს: განცხადება, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი, დაბადების მოწმობის ასლი, სსპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული მოწმობის ასლი, რითაც დასტურდება, რომ სტუდენტი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის  ბრძოლაში დაღუპულთა შვილი ან ცნობა მშობლის ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ.

     სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლნი უნდა წარმოადგინონ: განცხადება, საქართველოს მოქალაქეობის პირადობის მოწმობა, დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, დედ-მამის  გარდაცვალების მოწმობების ნოტარიულად დამოწმებული ასლები ან სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი მშობლების გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ.

    სტუდენტები, რომლებიც არიან მრავალშვილიანი  ოჯახის(ოთხი ან მეტი) წევრები: განცხადება, საქართველოს მოქალაქეობის პირადობის  მოწმობის ასლი, განმცხადებლის და მისი და-ძმების დაბადების მოწმობების ნოტარიულად დამოწმებული ასლები.

    სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად|მნიშვნელოვნად| ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები:  განცახადება, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი, შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის (ფორმაNIV-50/4) ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

    სტუდენტები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე. უნდა წარმოადგინონ: განცხადება, საქართველოს მოაქალაქეობის პირადობის მოწმობის ასლი, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით,  გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად  სოცილაურ პროგრამაში  მოხვედრილმა სტუდენტმა შესაბამისი დოკუმენტები უდა წარადგინონ  ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში 3 ოქტომბრის ჩათვლით.

    5 აგვისტო 2016

    ნანახია: 474 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი