-
მერია
- მერი
- პირველი მოადგილე
- მოადგილე
- მერიის დებულება
-
სტრუქტურული ერთეულები
- ადმინისტრაციული სამსახური
- საფინანსო საბიუჯეტო-სამსახური
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
- ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური
- საკრებულო
- მაჟორიტარი დეპუტატი
- ადმინისტრაციული ერთეულები
-
იურიდიული პირები
- ა.ა.ი.პ ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი"
- ა.ა.ი.პ ხარაგაულის ,,კულტურის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა"
- ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი"
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი'
- ა.ა.ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
- ა.ა.ი.პ ,,სათნოების სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულდასუფთავება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა''
- ა.(ა)ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის სამსახურის
-
ა(ა)ი.პ. ხალხური შემოქმედების სახლი
- სამსახურის შესახებ
-
განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრი
-
საჯარო სკოლები
- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
- კიცხის საჯარო სკოლა
- ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
- ზვარის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- ბაზალეთის საჯარო სკოლა
- დაბის N 2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
- საღანძილის საჯარო სკოლა
- ლეღვნის საჯარო სკოლა
- ვახანის საჯარო სკოლა
- მოლითის საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- ხიდრის საჯარო სკოლა
- ვარძიის საჯარო სკოლა
- წყალაფორეთის საჯარო სკოლა
- ლაშის საჯარო სკოლა
- ნადაბურის საჯარო სკოლა
- ღორეშის საჯარო სკოლა
- ბორითის საჯარო სკოლა
- ხევის საჯარო სკოლა
- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
- სარგვეშის საჯარო სკოლა
- უბისის საჯარო სკოლა
- ხუნევის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
- სკოლამდელი დაწესებულებები
- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
- პროფკავშირები
- ადმინისტრაციის შესახებ
- ა.ა.ი.პ. „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპლური ცენტრი“
- ბიუჯეტი
- სოფლის მეურნეობა
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
- კულტურა და სპორტი
- ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- ინფრასტრუქტურა
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
- მართლწესრიგი
- კანონმდებლობა
- ნოტარიუსი
- არქივი


საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს, პირველ აგვისტოს საკრებულოს მორიგ სხდომაზე განიხილავენ
27 ივლისს გამართულ ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის ინგა მაღრაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი განიხილეს.
აღნიშნული საკითხის შესახებ წერილობითი განცხადებაბიუროს სხდომაზე, ფრაქცია-ქართული „ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ-ვარლამ თავზარაშვილმა წარადგინა. „ვითხოვთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ინგა მაღაძის თანამდებობიდან გადაყენებას“ - აღნიშნულია ტექსტში, რომელსაც თან ოცი დეპუტატის ხელმოწერა ერთვის.
ბიუროს სხდომა დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ინგა მაღრაძემ აღნიშნა, რომ მას აქვს მანდატი და თავისუფალი მანდატით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უფრო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას. ინგა მაღრაძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობას კორუფციულ გარიგებებსა და თანხების გაფლანგვაში დასდო ბრალი.
„დღეს სხდომაზე შემოსულ განცხადებასთან დაკავშირებით, თუ რაიმე პოზიტივი შემიძლია ვთქვა ისაა, რომ აქ ხელმომწერთა დიდი ნაწილი 2012 წელს, ჩვენს გვერდით არ იდგა. 2012 წელს ჩვენ ხელისუფლება შევცვალეთ და მივიღეთ თავისუფლება, რასაც ყველანაირად გავუფრთხილდებით და ვერავის მივცემთ უფლებას მას საფრთხე შეუქმნას. ამ ყველაფერს, სამწუხაროდ მოყვა ტიპიური კარიერისტების და მედროვეების მოსვლა ხელისუფლებაში, ვგულისხმობ ადგილობრივ ხელისუფლებას. ხოლო მათ ჩვეული სტილი მოჰყვათ - კორუფციული გარიგებები, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა - მითვისება, ამის არაერთი მტკიცებულების წარმოდგენა შემიძლია“ - აღნიშნა ინგა მაღრაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წამოყენებულ ბრალდებებს ვარლამ თავზარაშვილმა უსაფუძვლო უწოდა: „ვერ მოვუსმენ თქვენს დაუსაბუთებელ ბრალდებებს. თუ სადმე კორუფციული გარიგებები იყო, ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არ არსებობს. ეს ბიუროს სხდომაა და ნუ ავცდებით საკითხს.“
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს გონივრული და დროული უწოდა და ინგა მაღრაძის ბრალდებებს უპასუხა:
„საკრებულოს თავმჯდომარე ხვდება, რომ თანამდებობა უკვე დაკარგული აქვს. უმრავლესობამ მიიღო დროული და გონივრული გადაწყვეტილება. ეს წაადგება საქმეს და მმართველი რგოლი ჩამოიცილებს პოპულისტებს. ქალბატონ ინგა მაღარძეს გააზრებულიც არ ჰქონდა, რომ კოლეგიალურ ორგანოს მართავდა. ის პოლიტიკური ქულების დასაწერად მიზანმიმამართულად იბრძოდა გამგებლის, გამგეობის და დეპუტატთა უმრავლესობის წინააღმდეგ. არცერთი გადაწყვეტილება, რომელიც მის მიერ უნდა ყოფილიყო მიღებული, დეპუტატთა უმრავლესობასთან შეთანხმებული არ ყოფილა. მასთან მხოლოდ კონსულტაციებს გადიოდნენ მისი თანაპარტიელები და მასთან გარიგებული სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. მისი ქმედება და მუშაობა ნაციონალურ მოძრაობასთან შეთანხმებით მიმდინარეობდა. ახლა, როდესაც მიხვდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას დაკარგავს, საუბრობს, რომ თურმე მუნიციპალიტეტში პრობლემებია. საინტერესოა თუ პრობლემები არსებობდა, აქამდე რატომ იყო გაჩუმებული ინგა მაღრაძე, სკამის დაკარგვის შიშით ხომ არა? ქალბატონი ინგა ხშირად აპელირებს თანამდებობის პირთა დანაშაულებრივ ქმედებებზე, რისი არგუმენტები და მტკიცებულებებიც არ გააჩნია.“ - აღნიშნა ვარლამ ჭიპაშვილმა.
დატოვებს თუ არა თანამდებობას საკრებულოს თავმჯდომარე, ამ საკითხზე დეპუტატები საბოლოო გადაწყვეტილებას, პირველ აგვისტოს, საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიიღებენ.
29 ივლისი 2016
ნანახია: 702 - ჯერ