{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • 2016-2017 სასწავლო წელს ხარაგაულის საჯარო სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით შეხვდება

    ხარაგაულის მუნიცპალიტეტის გამგებლის კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ახალ 2016 -2017 სასწავლო წელს ხარაგაული მნიშვნელოვანი სიახლეებით შეხვდება.

    ,,ახალი სკოლები აშენდება სოფელ კიცხში, საქარიქედსა და ღარიხევში, დაიწყება ზვარის საჯარო სკოლის შენობის რემონტი,  დაგეგმილია  ნადაბურის, ვარძიის, ვახანისა და დაბის №3 საჯარო სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაცია. დახურული სპორტული დარბაზი აშენდება  №2 საჯარო სკოლაში - ასეთი არის იმ სიახლეების ჩამონათვალი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016-2017 სასწავლო წლების სამოქმედო გეგმაში უკვე ჩასმულია და მიმდინარე და მომავალ სასწავლო წელს განხორციელდება“ - ამბობს კობა ლურსმანაშვილი.

    კიცხის საჯარო სკოლის  პროექტი წინასწარი გაანგარიშებით მილიონ ლარზე მეტი დაჯდება -აღნიშნავს ხარაგაულის საგანამანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, დავით კიკნაძე და მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით  განმარტავს:

    ,,2016 წელს დაიწყება კიცხის საჯარო სკოლის შენობის სრული დემონტაჟი და ახალი სკოლის  მშენებლობა. წლევანდელ სამოქმედო გეგმაში მოხვდა ღარიხევის სკოლის დემონტაჟი, ღარიხევის საუკუნოვანი სკოლის ადგილზე,  ახალი დაწყებითი სკოლა აშენდება.  აღნიშნული სკოლა 110 წლისაა და დანგრევის პირასაა. ასევე წლევანდელ სამოქედო გეგმაში ჩაიდო ზვარის საჯარო სკოლის შენობის რემონტი, რაც შენობის გადახურვას, კარ-ფანჯრების შეცვლას, სკოლის შემოღობვასა და ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობას ითვალისწინებს.

    2017 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით  სოფელ საქარიქედზე  დაწყებითი სკოლა აშენდება, აღნიშნულ სოფელში მომავალ სასწავლო წელს 3-4 მოსწავლე  გვეყოლება, დაბა ხარაგაულის №2 საჯარო სკოლაში აშენდება დახურული სპორტული დარბაზი. ასევე გათვალიწინებულია მესამე საჯარო სკოლის ნაწილობრივი რემონტი. N3 საჯარო სკოლაში ამჯერად  სამედიცინო ოთახის გარემონტება მიმდინარეობს, სადაც სპეციალურ ინვენტარს უახლოეს დღეებში შემოიტანენ. 2017 წელს განხორციელდება ნადაბურის, ვარძიისა და ვახანის საჯარო სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაცია.

    როგორც კი თანხა გაჩნდება ტენდერი გამოცხადდება, კიცხის საჯარო სკოლის დემონტაჟის შემთხვევაში განვიხილავთ ალტერნატიული ფართის რამდენიმე ვარიანტს, რათა სასწავლო პროცესის შეფერხება არ მოხდეს. რაც შეეხება, ზვარის საჯარო სკოლას, აქ რემონტი სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის. უნდა აღვნიშნო, რომ ზვარის საჯარო სკოლის რემონტი 3 წლის განმავლობაში იყო განათლების სამინისტროს სამოქმედო გეგმაში, მაგრამ სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის გამო სკოლის ქონება ე.წ „წითელ ზონაში“ გახლდათ მოხვედრილი. ვარაუდობდნენ სკოლის დანგრევას, რის გამოც ნებისმიერი ხარჯის გაწევა არამიზნობრივი იქნებოდა.

     თითოეულ ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებით ხარაგაულის ადგილობრივმა თითმმართველობამ აქტიურად იმუშავა და შედეგი სახეზეა. ეს ძალიან მასშტაბური პროექტებია, რომელიც სასიკეთოდ იმოქმედებს, როგორც სკოლებზე, ისე იქ დასაქმებულ ადამინებზე. ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანიებს ხაზგასმით განესაზღვრებათ, რომ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას ადგილობრივი მუშახელი დაასაქმონ.“

    ტენდერები აღნიშნული პროექტების განხორცილების მიზნით, შესაბამის ფინანსების გამოჩენისთანავე გამოცხადდება.

     

     

    26 ივლისი 2016

    ნანახია: 2109 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი