{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ქობულეთში ქორეოგრაფიის საერთაშორისო ფესტივალი „კავკასია-2016“ ჩატარდა

    5 ივლისს, ქალაქ ქობულეთში, ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და გაზეთ „საქართველოს ქორეოგრაფიის“ ორგანიზებით,   საერთაშორისო ფესტივალი „კავკასია -2016“  ჩატარდა.  ღონისძებაში მონაწილეობას სხვადასხვა ფესტივალში გამარჯვებული ქორეოგრაფიულ - ვოკალური ანსამბლები ღებულობდნენ. ხარაგაულის სახელით  ფესტივალზე კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“ (ქორეოგრაფები ზაზა და ელისო ლურსმანაშვილები) მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ  ანსამბლი „უბისი“ ქალაქ ქობულეთში ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით გაემგზავრა.  „უბისი“ მაყურებლის წინაშე ღირსეულად წარსდგა და ოვაციებიც დაიმსახურა.

    ფესტივალზე  ანსამბლი  მაღალი  საშემსრულებლო ოსტატობისათვის პირველი ხარისხის დიპლომით დაჯილოვდა. ქორეოგრაფი  ზაზა ლურსმანაშვილი, კი საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირმა „ქართული ქორეოგრაფიის  დესპანის“ საპატიო წოდების დიპლომით დააჯილდოვა. შეგახსენებთ, რომ  20 ივლისს ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“  ბულგარეთის ქალაქ ნესებრში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. 

       

     

     

     

     

    6 ივლისი 2016

    ნანახია: 1098 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი